12.07.2012 07:56
“მაესტრო” მისი ანტენების დაყადაღების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
თაკო ფარადაშვილი
ტელეკომპანია “მაესტროს” ხელმძღვანელობა სასამართლოში გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას მისი კუთვნილი 10 ათასი ანტენის დაყადაღების შესახებ.
"დაყადაღების გადაწყვეტილება არის მხოლოდ ვარაუდებზე აგებული. ჩვენ გვაქვს შესაბამისი მტკიცებულებები და საჩივარი, რომელზეც ახლა ვმუშაობთ და შევიტანთ სააპელაციო სასამართლოში. თუმცა, დიდი იმედი არ მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ამ ყველაფერს შეცვლის", - აცხადებს ტელეკომპანიის ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია. მისივე განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ტელეკომპანია "მაესტროსგან" კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" და ფონდ "ქომაგთან" გაფორმებული სარეკლამო ხელშეკრულებების და ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა .
“ეს გარკვეულ ეჭვს ბადებს, რომ ტელეკომპანია მაესტროს მიმართ მთელი რიგი ქმედებებია დაგეგმილი, რომ მას ხელი შეეშალოს მაუწყებლობაში”- ამბობს გაბუნია.
ტელეკომპანია "მაესტრო" -ს ერთ ერთი დამფუძნებლის, მამუკა ღლონტის განმარტებით, ტელეკომპანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციას ამზადებს და მას დღეს ან ხვალ გადასცემს, მისი თქმით, სარეკლამო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ტელეკომპანიაში რაიმე უკანონობა გამორიცხულია.
მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობით ანტენების დაყადაღების შუამდგომლობით 11 ივლისს მიმართა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. პროკურატურის ვარაუდით, "მაესტრო" მოსახლეობისთვის ანტენების დარიგებას უსასყიდლოდ აპირებდა, როგორც ეს კომპანია “გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” შემთხვევაში მოხდა.
საქართველოს პროკურატურამ „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” დაუმონტაჟებელი ანტენების დაყადაღების გადაწყვეტილება 21 ივნისს მიიღო. ”გლობალ TV"-ს ანტენების მოსახლეობისთვის 10-წლიანი განვადებით გადაცემის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი 126 მილიონამდე ლარით დააჯარიმა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ ეს თანხა გაანახევრა.
ტელეკომპანია “მაესტროს” დირექტორი, ილია კიკაბიძე უარყოფს მოსახლეობისთვის ანტენების უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტს და აცხადებს, რომ ანტენები კომერციული მიზნით და ტელევიზიის PR- ისთვის შემოიტანეს.
“ანტენებს არა უსასყიდლოდ, არამედ განვადებით გადავცემდით, თვითღირებულებაზე ბევრად მეტ თანხად ვყიდიდით, რაშიც მოგებას ვნახულობდით. მეორეს მხრივ კი, ეს იყო “მაესტროს” PR-ი რადგან გვინდოდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონოდა ჩვენი ყურების შესაძლებლობა”- აცხადებს კიკაბიძე.
სიახლე
ბოლო სტატიები
-
ციფრული მაუწყებლობა
24.05.2013 12:14
გამოწვევები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში
-
მედია მედიის შესახებ
23.05.2013 21:21
თელავში საერთაშორისო ჟურნალისტური კონფრენცია გაიხსნა
კონკურსები
-
დედლაინი
07.06
2013
კონკურსი პროექტი „ახალგაზრდული გზაჯვარედინის“ აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად
-
დედლაინი
25.06
2013
კონკურსი სოციალური ვიდეორგოლის საუკეთესო სცენარის გამოსავლენად
-
დედლაინი
25.11
2013
გაეროს მოსახლეობის ფონდის კონკურსი ბლოგერებისთვის
-
დედლაინი
01.07
2013
ამერიკული რადიო NPR ჟურნალისტებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს
-
დედლაინი
04.11
2013
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2013
-
დედლაინი
25.05
2013
კონკურსი სოციალური კლიპების სცენარზე
-
დედლაინი
30.06
2013
კონკურსი მოკლემეტრაჟიან მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებზე
-
დედლაინი
01.01
2014
GARB-ი ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს
-
დედლაინი
31.05
2013
ტელე-რადიო, საგაზეთო ნამუშევრების, ვებ-რეპორტაჟებისა და ბლოგების შესარჩევი კონკურსი
-
დედლაინი
31.12
2013
ტელეკომპანია „მეგა-ტვ“აცხადებს კონკურსს საუკეთესო ვიდეოს ავტორის გამოსავლენად
ვაკანსიები
-
დედლაინი
07.06
2013
Physical Security Trainer, Journalist Security Network
-
დედლაინი
07.06
2013
Hub Coordinator, Journalist Security Network
-
დედლაინი
07.06
2013
Digital Security Trainer, Journalist Security Network
-
დედლაინი
07.06
2013
Hub Manager, Journalist Security Network
-
დედლაინი
15.12
2013
ვაკანსია ჟურნალისტის პოზიციაზე - Live.ge
ტრენინგები
-
დედლაინი
03.06
2013
სამდღიანი ვორკშოპი დოკუმენტური ფოტოგრაფიის შესახებ
-
დედლაინი
12.06
2013
ტრეინინგი ჟურნალისტებისთვის, თემა: პოლიტიკური კომუნიკაცია
-
დედლაინი
30.05
2013
ტრენინგი ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის - საგანგებო სიტუაციებში მუშაობა
-
დედლაინი
01.06
2013
სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის თემაზე „კლიმატის ცვლილების პრობლემების გაშუქება“
-
დედლაინი
31.07
2013
GIPA -მ საზოგადოებრივი ურთიერთობების ახალი სამაგისტრო პროგრამა გამოაცხადა
-
დედლაინი
30.09
2013
მსოფლიო კონფერენცია საგამოძიებო ჟურნალისტებისთვის რიო-დე-ჟანეიროში
-
დედლაინი
02.06
2013
Reuters-ის სემინარი თბილისში - გლობალური უსაფრთხოება