შემოგვიერთდი

29.06.2012 13:33

„დიამ“ და „ერთსულოვნებამ“ სატელიტური ლიცენზია მიიღეს

მაია წიკლაური

ტელეკომპანია „დიამ“ (ხაშური) და საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნრბამ“ (თბილისი) სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია მიიღეს. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ამ ტელეკომპანიების სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ  გადაწყვეტილება 29 ივნისს გამართულ სხდომაზე მიიღო.

„დია“ კერძო საერთო ლიცენზიის მქონე სიხშირული ტელევიზიაა, რომელიც საკუთარ პროგრამას  ხაშურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ავრცელებს.

„ერთსულოვნება“ კი კერძო სპეციალიზირებულ (შემეცნებით) ლიცენზიას ფლობს და საკუთარ სამაუწყებლო ბადეს აქამდე მხოლოდ საკაბელო ქსელის მეშვეობით ავრცელებდა. ტელეკომპანია თანამგზავრზე გასვლას ლიცენზიის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში გეგმავს. 

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან