შემოგვიერთდი

27.06.2012 12:26

შიდა ქართლში ჟურნალისტებზე ზეწოლა გრძელდება

მაია წიკლაური
დაპირისპირება სოფელ დირბში (photo: )

გუშინ, 26 ივნისს, სოფელ მერეთიდან წასულ „ქართული ოცნების“ ლიდრებს ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ალასანიას ქარელის რაიონის სოფელ დირბში ელოდებოდნენ, მაგრამ დილიდანვე ამ სოფელში ქარელიდან და სხვადასხვა სოფლებიდან ჩაყვანილი ხელისუფლების მომხრეები გამოჩნდნენ და ოპოზიციის ადგილობრივ ლიდერებთან ჩხუბი დაიწყეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“–ის გამაღებ ჯგუფსაც. ხელისუფლების მომხრეები ჟურნალისტ ეკა ბერუაშვილს და ოპერეტორ ბადრი მეხრიშვილს მუდმივად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და გადაღების შეწყვეტას მოითხოვდნენ. რამდენჯერმე ხელი კამერას დაარტყეს. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ ჩხუბი სოფელში ჩასულმა გაურკვეველმა პირებმა დაიწყეს.   

დირბში დაწყებული დაპირისპირების გამო კოალიციის ლიდერები სოფელში აღარ ჩასულან. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში შიდა ქართლში ჟურნალისტების შეურაცხყოფის და საქმიანობაში ხელის შეშლის 7 ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა, ეს ყველაფერი ვიდეომასალაზეა დაფიქსირებული, მაგრამ სამართალდამცავები ამ საქმეების გამოძიებას არ ჩქარობენ.

ამ დაპირისპირების ფონზე გორში დღეს 9 წლის წინანდელ დაპირისპირებას იხსენებენ, როცა გორის თეატრის წინ მაშინ ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და მათ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს „მოქალაქეთა კავშირის“ აქტივისტები და მოკრივეები დაახვედრეს. მაშინ გამართული მუშტი–კრივის დროსაც ყველაზე მეტად ჟურნალისტები დაზარალდნენ.

ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი სოფელ მერეთში 26 ივნისსაც შეუშალეს. მაშინაც დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების მომხრეებს შორის მოხდა. ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 პირი დააკავა. სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური შეხლა-შემოხლაში მონაწილეობისთვის აღნიშნულ პირევს პოლიციამ 10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მერეთის ინციდენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

 

ამავე თემაზე:

სოფელ დიცში ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test