შემოგვიერთდი

20.06.2012 10:41

მედია, როგორც ბიზნესი

Maia Tsiklauri
აღმოსავლეთ ევროპისა და ქართული მედიის წარმომადგენლების შეხვედრა (photo: )

აღმოსავლეთ ევროპის და ქართული მედიის მეწარმეები მედია ბიზნესის წარმატების გასაზიარებლად ერთმანეთს ხვდებიან. შეხვედრა, რომელიც 20-დან 22 ივნისამდე სასტუმრო “ბეტსიში” გაგრძლედება ორგანიზაცია “IREX”ის G-Media პროგრამის ფარგლებში ტარდება.

G-Media პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილის, ლია ჩახუნაშვილის განმარტებით, “შეხვედრის მიზანი მედია მეწარმეების სტიმულირებაა, რომ მათ იფიქრონ რა არასტანდარტული გზებით, მეთოდებით, კრეატიული საშუალებებით  შეუძლიათ ბიზნესის გაფართოება”.

ქართველ მედია მეწარმეებს გამოცდილებას ბულგარეთის, სერბეთის  და სლოვაკეთის  მედიის წარმომადგენლები გაუზიარებენ.

“ისინიც ყოფილი სოციალისტური სივრციდან არიან, სადაც ბიზნესის წარმოების წესები ისევე ნაკლებად იყო განვითარებული, როგორც ჩვენთან. ბევრი სირთულე ჰქონდათ, ზოგი დაძლიეს ზოგი - ვერა. ხშირ შემთხვევაში წარმატებას მიაღწიეს”, -ამბობს ჩახუნაშვილი და განმარტავს “ვფიქრობთ, რომ თუ მათ შეძლეს ეს, ჩვენც შევძლებთ და გამოგვივა. ველოსიპედის გამოგონება თავიდან რომ არ მოგვიხდეს, სასარგებლოა გავიზიაროთ მათი გამოცდილება და დღევანდელ რეალობაში დავნერგოთ”.

G-Media პროგრამის ფარგლებში გამოცხადდება საგრანტო კონკურსი  - “ინოვაციები მედია ბიზნესში”. გაიცემა ოთხი გრანტი 50 ათასი ლარის ოდენობით, იმ მედია-ორგანიზაციებისთვის, რომლებიც განმარტავენ, თუ რა გზით აპირებენ ბიზნეს სტრატეგიის და პრაქტიკის გაუმჯობესებას იმ ინოვაციური იდეებით და პროექტებით, რომელთა განხორციელებით მათი შემოსავლები გაიზრდება.

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან