შემოგვიერთდი

08.06.2012 18:40

გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

მაია წიკლაური

დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და  მინები ჩაიმსხვრა. ია თინიკაშვილი ახრისში სოფლის ისტორიის შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად იმყოფებოდა. ის თავად არ დაშავებულა, მაგრამ ამ ინციდენტის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. თინიკაშვილის ტელეფონს  მისი მეგობარი, მარიამ გიგაშვილი პასუხობს, რომელმაც აღნიშნა, რომ ამჟამად ჟურნალისტს სოფელ ბერბუკთან სამედიცინო დახმარებას უწევენ და ლაპარაკი არ შეუძლია. მისი თქმით, ინციდენტამდე მას გზაზე არავინ დაუნახავს და ამ ინციდენტს ჯერჯერობით ვერაფერს უკავშირებს. 

ია თინიკაშვილი ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გაზეთის, ”გორის მაცნეს” რედაქტორია. Media.Ge-ი მომხდარი ფაქტის შესახებ დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test