22.05.2012 12:17
მედიაორგანიზაციები პარლამენტს კამპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში მომზადებულ კონონპროექტის განხილვას სთხოვენ
Maia Tsiklauri
სამოცდათორმეტმა მედიასაშუალებამ 22 მაისს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვას ხელი მოაწერა და იმ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მოითხოვა, რომელიც კამპანიის, „ეს შენ გეხება“ ფარგლებში მომზადდა.
კანონპროექტი ცვლილებებს რამდენიმე კანონში ითვალისწინებს. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ემატება მუხლი, რომლითაც საკაბელო პროვაიდერები ვალდებულნი იქნებიან საერთო ლიცენზიის მქონე უფასო არხები თავიანთ პაკეტში ჩასვან. თავად ტელეკომპანიებს კი არ შეეძლებათ საკაბელო კომპანიებს მაუწყებლობის ტრანზიტზე უარი უთხრან. გარდა ამისა, განიმარტა ფარული და სოციალური რეკლამის ცნებები, შეიცვალა წინასაარჩევნო პერიოდში რეკლამის განთავსების წესები და ტარიფები.
მიმართვის თანახმად, ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში ტელეკომპანიებს, განსაკუთრებით რეგიონულ მაუწყებლებს, რომელთა შემოსავლებიც ისედაც ძალზე მწირია, გაუჩნდებათ საარსებო წყარო და უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის გამოყოფილი დრო მძიმე ტვირთად აღარ დააწვებათ.
„საკაბელო ოპერატორებსა და მაუწყებლებს შორის ურთიერთობა სამართლიანად დარეგულირდება და საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონეებს ხელი აღარ შეეშლებათ კუთვნილ სამაუწყებლო ზონებში გავრცელდნენ“, - ნათაქვამია მიმართვაში.
ხელმომწერეები მიიჩნევენ, რომ კამპანიის ფარგლებში შემუშავებული კანონპროექტი საბოლოო ჯამში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.
„ეს არის ტესტი ხელისუფლებისთვის. თუ არ მიიღებს კანონპროექტს, ეს ნიშნავს იმას, რომ მას არ სურს გამჭვირვალე არჩევნები“, - განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა მიმართვაზე ხელმოწერის დაწყებამდე.
გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა კი განაცხადა, რომ კანონპროექტს საერთაშორისო ექპერტებიც გაეცნენ და დადებითი შეფასება მისცეს.
ხელმომწერი 72 მედიასაშუალებიდან 26 ტელეკომპანიაა, 24 გაზეთი, 8 ინტერნეტგამოცემა, მედიის საკითხებზე მომუშავე 11 არასამთავრობო ორგანიზაცია და სამი დამოუკიდებელი ჟურნალსიტი - ნინო ჟიჟილაშვილი, თამარ ჩიქოვანი და რეზო საყევარიშვილი.
ხელმომწერებს შორის დედაქალაქის ტელეკომპანიებიდან მხოლოდ „მაესტრო“, „მეცხრე არხი“ და „კავკასიაა“. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის განხილვისას 17 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე ცვლილებებს ეთანხებოდა და მხოლოდ მცირე შენიშვნა ჰქონდა, მიმართვაზე ხელი არ მოუწერია.
კამპანიის მონაწილე მაგდა პოპიაშვილის თქმით, ამ საკითხზე კომუნიკაცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან ვერ შედგა.
„რატომღაც ლევან გახელაძესთან დაკონტაქტება ვერ შევძელი, ამიტომ პასუხი არ ვიცი. შესაძლოა ამ მიმართვას საზოგადოებრივი მაუწყებელიც შეუერთდეს“, - განუცხადა media.ge-ს მაგდა პოპიაშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრის, ანდრო ალავიძის დაპირებით, კანონპროექტი საკომიტეტო მოსმენაზე განიხილება, რის შემდეგაც გადაწყდება, რომელ ნაწილს გაიზიარებენ კანონმდებლები.
სიახლე
-
18.05.2013 02:11
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე ტელეეთერში
-
17.05.2013 18:03
„შსს-მ ვერ უზრუნველყო სათანადო ღონისძიებების გატარება“ - სახალხო დამცველი
-
17.05.2013 17:08
პარლამენტარები ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის საკანონმდებლო რეგულაციებზე იმსჯელებენ
-
17.05.2013 15:42
აქციაზე IDFI-ის დამკვირვებელს ვიდეოს გადაღებაში ხელი შეუშალეს
ბოლო სტატიები
-
მედია მედიის შესახებ
13.05.2013 09:36
„რეზონანსის“ ჟურნალისტები ცესკოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ
-
მედია მედიის შესახებ
10.05.2013 11:01
თურქმენეთში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი დააკავეს
კონკურსები
-
დედლაინი
25.06
2013
კონკურსი სოციალური ვიდეორგოლის საუკეთესო სცენარის გამოსავლენად
-
დედლაინი
25.11
2013
გაეროს მოსახლეობის ფონდის კონკურსი ბლოგერებისთვის
-
დედლაინი
01.07
2013
ამერიკული რადიო NPR ჟურნალისტებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს
-
დედლაინი
04.11
2013
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2013
-
დედლაინი
25.05
2013
კონკურსი სოციალური კლიპების სცენარზე
-
დედლაინი
30.06
2013
კონკურსი მოკლემეტრაჟიან მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებზე
-
დედლაინი
01.01
2014
GARB-ი ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს
-
დედლაინი
31.05
2013
ტელე-რადიო, საგაზეთო ნამუშევრების, ვებ-რეპორტაჟებისა და ბლოგების შესარჩევი კონკურსი
-
დედლაინი
31.12
2013
ტელეკომპანია „მეგა-ტვ“აცხადებს კონკურსს საუკეთესო ვიდეოს ავტორის გამოსავლენად
-
დედლაინი
10.06
2013
GeorgianBanks.com-ი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის
ვაკანსიები
-
დედლაინი
14.06
2013
Physical Security Trainer, Journalist Security Network
-
დედლაინი
14.06
2013
Hub Coordinator, Journalist Security Network
-
დედლაინი
14.06
2013
Digital Security Trainer, Journalist Security Network
-
დედლაინი
14.06
2013
Hub Manager, Journalist Security Network
-
დედლაინი
20.05
2013
GARB-ი აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას ჟურნალისტებისთვის
-
დედლაინი
20.05
2013
GARB-ი სატელევიზიო გადაცემებისთვის წამყვანის ვაკანსიას აცხადებს
-
დედლაინი
15.12
2013
ვაკანსია ჟურნალისტის პოზიციაზე - Live.ge
ტრენინგები
-
დედლაინი
31.07
2013
GIPA -მ საზოგადოებრივი ურთიერთობების ახალი სამაგისტრო პროგრამა გამოაცხადა
-
დედლაინი
20.05
2013
ტრენინგი ჟურნალისტებისთვის - კონსტიტუციონალიზმის ცენტრი
-
დედლაინი
30.09
2013
მსოფლიო კონფერენცია საგამოძიებო ჟურნალისტებისთვის რიო-დე-ჟანეიროში
-
დედლაინი
02.06
2013
Reuters-ის სემინარი თბილისში - გლობალური უსაფრთხოება