შემოგვიერთდი

04.05.2012 12:32

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმაურება

David Mchedlidze

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს  საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვებას.

ეთიკის ქარტიის მიერ 4 მაისს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ორგანიზაციამ  3 მაისს ქუთაისსა და ფოთში ჟურნალისტების მიმართ საჯარო მოხელეების მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტები დაგმო და ამავდროულად მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეწყო გამოძიება. თუმცა ინციდენტის გასვლიდან  24 საათში კვლავ განმეორდა ანალოგიური ფაქტი.

ზუგდიდში პროკურატურასთან, ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად მისულ “ნეტგაზეთისა” და “ლაივპრესის” ოპერატორებს ოთარ დალაქიშვილსა და თამარ ზანთარაიას წაართვეს ვიდეო კამერები და მხოლოდ გადაღებული მასალის განადგურების შემდეგ მოხდა მათი დაბრუნება.

„ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტების გახშირება ძალზე საშიშ ტენდენციებს იძენს, იზრდება საფრთხე იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდეს მათ მიმართ ძალადობის, შანტაჟისა და ცემის ფაქტები“, წერია ქარტიის განცხადებაში

ორგანიზაცია  მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება მომხდარ ფაქტებზე, ამასთან, საჯაროდ განაცხადოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test