შემოგვიერთდი

26.04.2012 07:30

გაიმართება „ქართული ფილმების კრებულის“ პრეზენტაცია

ნატა ძველიშვილი

ჟურნალი  „ცხელი  შოკოლადი“  და კინოსტუდია „ქართული  ფილმი“ „ქართული ფილმების კრებულის“, პრეზენტაციას 27 აპრილს, 19:30 საათზე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე  (Lisi Lounge) გამართავს.

პროექტის ფარგლებში ძველი ქართული ფილმები ციფრულ ფორმატში გადააქვთ, რაც რედაქციის განცხადებით, გადაარჩენს მათ განადგურებისგან. ყველა ფილმი, რომელიც პროექტის ფარგლებში გაციფრულდება, თან დაერთვება ჟურნალს. 

მხატვრული ფილმი “ქრისტინე” პირველი ქართული ფილმია, რომელიც აპრილში ციფრულ ფორმატში უკვე გადაიტანეს.

„ცხელი შოკოლადი“  რედაქცია მიიჩნევს, პროექტი  შესაძლებლობას აძლევს ქართულ საზოგადოებას, გაეცნოს ქართული კინემატოგრაფიის შედევრებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი ფართო აუდიტორიისათვის და შეიქმნას ქართული ფილმების საკუთარი კრებული.

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან