24.04.2012 12:29
პარლამენტმა GPB-ს სამეურვეო საბჭოს წევრად მომღერალი ზაზა კორინთელი დაამტკიცა
ნატა ძველიშვილი
საქართველოს პარლამენტმა 24 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) სამურვეო საბჭოს წევრად მომღერალი ზაზა კორინთელი (ზუმბა) დაამტკიცა. ის კავშირ „არტ გენის“ დირექტორიცაა.
მეურვის პოსტზე მისი კონკურენტები გივი კუბლაშვილი და გიორგი ჯანოაშვილი იყვნენ. კუბლაშვილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტია, ჯანოაშვილი კი იგივე პოზიციაზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობაში მუშაობს.
სამეურვეო საბჭოს წევრის ადგილზე კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ეს პოსტი მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს დავით აფრასიძემ დატოვა. მისი განმარტებით, საბჭოდან წამოსვლის მიზეზი ინტერესთა კონფლიქტი იყო, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში (შსს) მუშაობის დაწყებამ გამოიწვია.
პრეზიდენტის განკარგულებით, აფრასიძის ადგილზე კონკურსი 2012 წლის 15 თებერვალს გამოცხადდა. ერთი თვის განმავლობაში მეურვის კანდიდატად დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. სხვა კრიტერიუმებთან ერთად კონკურსის მონაწილე „უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება.“
სამეურვეო საბჭოს მეურვის ვაკანტურ ადგილზე ბოლო კონკურსი მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა. მაშინ პარლამენტმა წარდგენილი კანდიდატურებიდან ამ პოსტზე ინგლისური ენის საგანმანათლებლო ცენტრის, „British House“-ის დირექტორი ნატალია დვალი დაამტკიცა.
სამეურვეო საბჭო 15 მეურვისგან შედგება. თითოეული წევრი 6 წლის ვადით აირჩევა საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი იცვლება 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით. ამჟამად საბჭოს წევრები არიან - გიგა ნასარიძე, გიორგი ლომიძე, ნინო დანელია, ოთარ კობერიძე, ბაკურ სულაკაური, მამუკა ფაჩუაშვილი, ნატალია დვალი, დავით კანდელაკი, ზურაბ დავითაშვილი, ავთანდილ ანთიძე, ემზარ გოგუაძე, ეკა მაზმიშვილი და ნოდარ სარჯველაძე. საბჭოს თავმჯდომარე კი ლევან გახელაძეა.
სიახლე
ბოლო სტატიები
-
ციფრული მაუწყებლობა
24.05.2013 12:14
გამოწვევები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში
-
მედია მედიის შესახებ
23.05.2013 21:21
თელავში საერთაშორისო ჟურნალისტური კონფრენცია გაიხსნა
კონკურსები
-
დედლაინი
07.06
2013
კონკურსი პროექტი „ახალგაზრდული გზაჯვარედინის“ აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად
-
დედლაინი
25.06
2013
კონკურსი სოციალური ვიდეორგოლის საუკეთესო სცენარის გამოსავლენად
-
დედლაინი
25.11
2013
გაეროს მოსახლეობის ფონდის კონკურსი ბლოგერებისთვის
-
დედლაინი
01.07
2013
ამერიკული რადიო NPR ჟურნალისტებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს
-
დედლაინი
04.11
2013
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2013
-
დედლაინი
25.05
2013
კონკურსი სოციალური კლიპების სცენარზე
-
დედლაინი
30.06
2013
კონკურსი მოკლემეტრაჟიან მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებზე
-
დედლაინი
01.01
2014
GARB-ი ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს
-
დედლაინი
31.05
2013
ტელე-რადიო, საგაზეთო ნამუშევრების, ვებ-რეპორტაჟებისა და ბლოგების შესარჩევი კონკურსი
-
დედლაინი
31.12
2013
ტელეკომპანია „მეგა-ტვ“აცხადებს კონკურსს საუკეთესო ვიდეოს ავტორის გამოსავლენად
ვაკანსიები
-
დედლაინი
07.06
2013
Physical Security Trainer, Journalist Security Network
-
დედლაინი
07.06
2013
Hub Coordinator, Journalist Security Network
-
დედლაინი
07.06
2013
Digital Security Trainer, Journalist Security Network
-
დედლაინი
07.06
2013
Hub Manager, Journalist Security Network
-
დედლაინი
15.12
2013
ვაკანსია ჟურნალისტის პოზიციაზე - Live.ge
ტრენინგები
-
დედლაინი
03.06
2013
სამდღიანი ვორკშოპი დოკუმენტური ფოტოგრაფიის შესახებ
-
დედლაინი
12.06
2013
ტრეინინგი ჟურნალისტებისთვის, თემა: პოლიტიკური კომუნიკაცია
-
დედლაინი
30.05
2013
ტრენინგი ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის - საგანგებო სიტუაციებში მუშაობა
-
დედლაინი
01.06
2013
სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის თემაზე „კლიმატის ცვლილების პრობლემების გაშუქება“
-
დედლაინი
31.07
2013
GIPA -მ საზოგადოებრივი ურთიერთობების ახალი სამაგისტრო პროგრამა გამოაცხადა
-
დედლაინი
30.09
2013
მსოფლიო კონფერენცია საგამოძიებო ჟურნალისტებისთვის რიო-დე-ჟანეიროში
-
დედლაინი
02.06
2013
Reuters-ის სემინარი თბილისში - გლობალური უსაფრთხოება