შემოგვიერთდი

23.04.2012 07:56

„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ “ კანონპროექტთან დაკავშირებული შენიშვნების პრეზენტაცია გაიმართება

David Mchedlidze

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“  გიწვევთ „ინფორმაციული უსაფრთხოების“ კანონპროექტთან დაკავშირებული მოსაზრებების/შენიშვნების  პრეზენტაციაზე.

პრეზენტაცია გაიმართება სამშაბათს, 24 აპრილს, 12 საათზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ოფისში, მისამართზე რუსთაველის 26, მე–3 სართული

იმავე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები  პრეზენტაციაზე წარმოდგენილ დოკუმენტს პარლამენტში შეიტანენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგი შენიშვნები აქვთ კანონპროექტთან დაკავშირებით:

1. კანონპროექტი ადგენს დახურული საჯარო ინფორმაციის ახალ სახეებს, როგორებიცაა: კონფიდენციალური, შეზღუდული და არაკლასიფიცირებული ინფორმაცია.

2. ადმინისტრაციულ ორგანოებს უფლება ექნებათ თვითონ მიანიჭონ საჯარო ინფორმაციას ოთხი კლასიფიკაციიდან ერთ-ერთი, ანუ გადაწყვიტონ თუ რომელი საჯარო ინფორმაცია რომელ კატეგორიას განეკუთვნება – კონფიდენციალურს, შეზღუდულს, არაკლასიფიცირებულს თუ ღიას.

 „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის  ავტორი მონაცემთა გაცვლის სააგენტოა, ხოლო ინიციატორები  – საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა.  კანონპროექტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი, საქართველოს იუსტიციის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროების  დეპარტამენტები. კანონი  კიბერ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებული  საკითხებს არეგულირებს და  ინფორმაციული უსაფრთხოების   ძირითად სტანდარტებს აწესებს.   

კანონპროექტის ავტორთა და ინიციატორთა განცხადებით, ახალი რეგულაციები  მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვის და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტში, მიმდინარე წლის თებერვალში,  არასამთავრობო ორგანიზაციები კანოპროექტის ინიციატორებს  შეხვდნენ. არასამთავრობოთა  მხრიდან ბევრი შენიშვნა გამოითქვა. მათი აზრით, კანონში შეტანილმა ნორმებმა შეიძლება საჯარო ინფორმაციის ხალმისაწვდომობაზე გარკვეული შეზღუდვები დააწესოს.

პარლამენტი ”ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ’’ კანონის მიღებას საგაზაფხულო სესიაზე გეგმას.

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან