შემოგვიერთდი

17.04.2012 19:24

„იმედმა“ გადაცემა „ქალური ლოგიკის“ წინააღმდეგ საჩივარი არ დააკმაყოფილა

მაია წიკლაური
ქალური ლოგიკა (photo: )

ტელეკომპანია "იმედის" თვითრეგულირების ორგანომ 17 აპრილს არ დააკამყოფილა "მედია კლუბის" საჩივარი გადაცემა "ქალური ლოგიკის წინააღმდეგ. 

მოქალაქეებმა და თბილისის „მედია კლუბის“ წევრებმა ტელეკომპანია „იმედთან“აქცია 26 მარტს გამართეს და გადაცემა „ქალური ლოგიკა“ გააპროტესტეს. მათი აზრით, გადაცემა „ქალური ლოგიკა“ დისკრიმინაციულია ქალების მიმართ და ეწინააღმდეგება „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ ნორმებს, რომლის მიხედვითაც მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისაგან, რაც გააღვივებს სიძულვილს, ან არატოლერანტობას რომელიმე სქესის მიმართ. საჩივრის ავტორები მოითხოვდენ გადაცემის ეთერში გაშვების შეწყვეტას, ან მისი შინაარსის იმგვარად შეცვალას, რომ იგი შესაბამისობაში მოვიდეს ჟურნალისტიკის ეთიკურ სტანდარტებთან. 

 

ამავე თემაზე: 

გადაცემა „ქალური ლოგიკის“ პროდიუსერი აქციის მონაწილეებს პასუხობს

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test