შემოგვიერთდი

30.03.2012 15:13

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” Media Partners-ს მეტ განმარტებას თხოვს

David Mchedlidze

კოალიციამ  “მედიის ადვოკატირებისთვის”  30 მარტს მოუწოდა ჟურნალ  Forbes Georgia-ს გამოცემის უფლების მქონე კომპანიას, Media Partners-ს,  „მეტი განმარტება გააკეთოს“ იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან  რევაზ საყევარიშვილის   წასვლას უკავშირდება.

კოალიცია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამ ინციდენტის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესი არსებობს, ამასთან, მიუთითებს, რომ  „საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია, შესაბამისად, მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვა - დაუშვებელი.“

27 მარტს ჟურნალ  Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა რევაზ საყევარიშვილმა თანამდებობა დატოვა, რის მიზეზადაც  Media Partners-ის დამფუძნებლის გაგიკ ეღიაზარიანის მხრიდან გამომცემლობის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა დაასახელა. რევაზ საყევარიშვილის განცხადებით,  ეღიაზარიანი ხშირად ცდილობდა ჟურნალის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას, რათა თავიდან აეცილებინა ხელისუფლების უკმაყოფილება  გამოცემაში მოყვანილი კრიტიკული მოსაზრებების გამო.

Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის მიერ თანამდებობის დატოვება განმარტებულია Media Partners-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც ამ ინციდენტს არა სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვით, არამედ “იურიდიული საკითხებითა და საგამომცემლო საქმიანობის ეთიკით” ხსნიან. თუმცა,  კოალიციის  პოზიციით,  ეს  საკითხები დაკონკრეტებული არ არის.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test