შემოგვიერთდი

12.01.2012 10:09

გასწორება! ПИК-ის მართვის უფლების მოსაპოვებლად მიმდინარე ტენდერში შპს "ალანიამ" გაიმარჯვა

David Mchedlidze

შპს „ალანიამ“ გაიმარჯვა   საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის, “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” (ПИК) ერთი წლით მართვის უფლების მოსაპოვებლად  მიმდინარე ტენდერში, რომელიც   12 იანვარს დასრულდა.

ამის შესახებ Media.Ge-ს  შპს „ალანიას“ დირექტორმა ალეკო ფარულავამ აცნობა, თუმცა სატენდერო კომისიას ტენდერის ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია.

"გამარჯვებული ელექტრონულად გამოვლინდა და ჯერ არ მაქვს არანაირი ინფორმაცია", - უთხრა Media.Ge-ს  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ.  

სატენდერო პირობების თანახმად,  გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება - შეადგინოს და შეავსოს “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” სამაუწყებლო ბადე დამზადებული და შეძენილი პროგრამებით ისე, რომ არხმა დღეში არანაკლებ 18 საათიანი პროგრამული უზრუნველყოფა შეძლოს. “ალანიას” ამ პირობის სარეალიზაციოდ ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოეყოფა.

შპს "ალანია"  რუსულენოვან ტელეკომპანია  "რეგიონ TV"-ს ფლობს. 

შპს “ალანიას” დირექტორი ალეკო ფარულავაა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” ყოფილი მმართველი კომპანიის “ქეი ერთის” დირექტორის მოადგილედ მუშაობს. "პირველ საინფორმაციო კავკასიურს" 2010 წლიდან 2012 წლის 12 იანვრამდე შპს "ქეი ერთი" მართავდა.  შპს "ქეი ერთის" დამფუძნებლები ეკატერინე კოტრიკაძე და რობერტ პარსონსი არიან. ეკატერინე კოტრიკაძე ამჟამად "პირველი საინფორმაციო კავკასიურის" დირექტორია, რობერტ პარსონსი კი დღემდე მისი მრჩეველი იყო.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test