შემოგვიერთდი

06.01.2011 09:58

საზოგადოებრივი მაუწყებელი არ იზიარებს ბრალდებას, ვეტერანების აქციასთან დაკავშირებით

David Mchedlidze

საზოგადოებრივი მაუწყებელი არ იზიარებს ბრალდებას  იმის შესახებ, რომ მან ვეტერანთა    აქციის მიმართ  უყურადღებობა გამოიჩინა და   არ გააშუქა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ მისი პირველი და მეორე არხები მუდმივად აშუქებდნენ ვეტერანების აქციას და "იმ მოვლენებსაც, რომელსაც პირდაპირი, ან ირიბი კავშირი ჰქონდა ამ პროცესთან".

"საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი მოვალეობაა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მაყურებლამდე დროულად და ობიექტურად მიტანა",  ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში, რომელიც 5 იანვარს გავრცელდა. 3 იანვარს პოლიციამ თბილისში,  გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან,   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ვეტერანების საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. ვეტერანები, რომლებსაც მემორიალთან კარავი ჰქონდათ გაშლილი და 27 ნოემბრიდან შიმშილობდნენ, ხელისუფლებისგან "სათანადო" ყურადღებას ითხოვდნენ

აქციის დაშლას,   იმავე დღეს,   მხოლოდ ტელეკომპანია "კავკასია"  გამოეხმაურა, რომელმაც ამ თემას  ვრცელი რეპორტაჟები მიუძღვნა. ნაციონალურმა არხებმა - "რუსთავი-2", "იმედი" და საზოგადოებრივი მაუწყებელი -აქციის დაშლის თემა მხოლოდ  4 იანვარს გააშუქეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის განმარტებით, აქციის დაშლის თემა  კადრების უქონლობის გამო ვერ გაშუქდა.  ამის გაკეთება მხოლოდ 4 იანვარს გახდა შესაძლებელი, მას შემდეგ, რაც  მაუწყებელმა გმირთა მოედანზე 3 იანვარს  განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეომასალა მოიპოვა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test