28.02.2023 01:01
70-ზე მეტი მედიორგანიზაცია უარს ამბობს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციაზე
meda.ge
"ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას და გვაღელვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. არ ვაპირებთ ამ იარლიყით მუშაობას. შესაბამისად, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უარს ვაცხადებთ „უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციაზე. ეს შეურაცხყოფს ჩვენს პროფესიულ ღირსებას“, წერია მედიასაშუალებების მიერ 26 თებარვლს გავრცელებულ განცხადებაში.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ინიციატორია სააპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატების ჯგუფი „ხალხის ძალა“. კანონპროექტს მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობა.
ჟურნალისტბს მიაჩნიათ, რომ რომ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
მედია უთითებს წლების წინ რუსეთში მიღებული ანალოგიურ კანონზე, რომლის გამოყენებით, დაიხურა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ჟურნალისტები კი დევნის მსხვერპლნი გახდნენ.
განცხადების გავრცელების პარალელურად ჟურნალისტებმა პარლამენტში საპროტესტო აქცია გამართეს.
განცხადებაზე ხელმომწერი მედიასაშუალბები:
- netgazeti.ge2პუბლიკა (publika.ge)
- ინდიგო
- სტუდია მონიტორი
- queer.ge
- dev.ge
- On.ge
- ტაბულა
- სამოქალაქო საქართველო - civil.ge
- მედიაჩეკერი
- პროექტი 64
- Chai Khana media
- Ufleba.ge
- გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
- მედია ჰოლდინგი კომერსანტი
- OC Media
- მედიაპორტალი “კაქტუსი,” cactus-media.ge
- ჯემნიუსი (jam-news.net)
- ონლაინ გამოცემა sova.news
- რეალპოლიტიკა (realpolitika.ge)
- “მთის ამბები” - mtisambebi.ge
- საქართველოს ამბები - sakartvelosambebi.ge
- ჟურნალისტიკის რესურსცენტრი JRC
- საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
- რადიო თბილისი
- მთავარი არხი
- აქცენტი (accentnews.ge)
- Media.ge
- Click media - ქლიქმედია
- FirstNews.ge
- ქართლის ამბები (qartli.ge)
- გორის სათემო რადიო მოზაიკა, mozaikanews.ge
- TV მედიამონიტორინგი
- "ქართული მედია ჯგუფი" - metalab.ge / feminism.ge
- დია
- ნეო ტვ - neotv.ge
- სათემო რადიო "მარნეული"
- ქალთა სათემო რადიო ww
- ქვემო ქართლის მედია - QvemoQartli.ge
- მარნეული TV
- რადიო ბოლნელი
- TV4
- სათემო რადიო "ნორი", ნინოწმინდა, nor.ge
- ტელეკომპანია “ბორჯომი”, borjomi.tv
- მეცხრე არხი, ახალციხე
- სამცხე-ჯავახეთის ჟურნალისტთა კავშირი
- მედია სახლი - სამხრეთის კარიბჭე sknews.ge
- ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი, ახალქალაქი, jnews.ge
- TOK TV
- აჭარა
- Batumelebi.ge
- TV 25
- რადიო ციტრუსი
- ტელეკომპანია "მეცხრე ტალღა", ფოთი
- რადიო ათინათი
- კოლხეთი 89
- ეგრისი TV
- რადიო ოდიში +
- ჰარმონია
- TV ოდიში
- კახეთის ხმა, knews.ge
- საინფორმაციო სააგენტო "სპექტრი", გურჯაანი, speqtri.ge
- პანკისის სათემო რადიო
- თანამგზავრი TV
- რადიო ჰერეთი
- ონლაინ გამოცემა “ქუთაისიპოსტი” kutaisipost.ge
- რიონი TV
- იმერვიზია TV
- მეგა TV
- TV ზარი
- რადიო რიონი
- რადიო ზარი
- ჩემი ხარაგაული
- გურია TV
- აგროგარემო TV