შემოგვიერთდი

17.05.2022 13:28

„ინტერნიუსი-საქართველოს“ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით

meda.ge

„ინტერნიუსი-საქართველო“ მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო მისიებს, საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს და მედიის ადვოკატებს, გავლენა იქონიონ საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა მან შეწყვიტოს კრიტიკული მედიის დევნა და პატივი სცეს თავისუფალი საზოგადოების და დემოკრატიის მთავარ პრინციპს - კრიტიკული მედიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტირის  ნიკა  გვარამიას დაპატიმრებით საქართველოს ხელისუფლება კრიტიკული მედიის ჩახშობას ცდილობს რაც საბოლოოდ შეაფერხებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ევროპულ ინტეგრაციას.

„ინტერნიუსი -საქართველოს“  მიაჩნია, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ხანგრძლივი განხილვის შემდეგ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენით ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. ორგანიზაციის ღრმა რწმენით,  საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას არა მხოლოდ ნიკა გვარამიას და „მთავარი არხის“, არამედ მთელი დამოუკიდებელი მედიის განადგურების ინსტრუმენტად იყენებს.

ფოტო აღებულია "ამერიკის ხმის" ვებგვერდიდან

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test