შემოგვიერთდი

29.10.2020 19:39

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშები

Media Ge

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს 2020  წლის 31 ოქტომბერს დანიშნული  საპარლამენტო არჩევნების   მედიამონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშებს.

მედიამონიტორინგი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.
 საანგარიშო პერიოდი მოიცავს მიმდინარე წლის 1-15 ოქტომბერს.

მონიტორინგს  ატარებენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია,  ინტერნიუს საქართველო და CRRC-საქართველონ, და მოიცავს 43 მედია საშუალებას – 12 ტელევიზიას, 10 რადიოს, 8 გაზეთსა და 13 ონლაინ გამოცემას.

„ინტერნიუსი-საქართველო“ რადიომაუწყებლების საღამოს საინფორმაციო გამოშვებებს და ბეჭდურ მედიას აკვირდება. ესენია 10 რადიომაუწყებლის საღამოს საინფორმაციო გამოშვება და 8 გაზეთი.

რადიოები: „საქართველოს რადიო“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი), „თავისუფლება”, „იმედი“, „მაესტრო“, „პალიტრა“, „პირველი რადიო“, „ჰერეთი“, „მარნეული“, „ძველი ქალაქი“ (ქ. ქუთაისი), „სამხრეთის კარიბჭე“ (ქ. ახალციხე).

გაზეთები: „რეზონანსი“, ახალი თაობა“, „კვირის პალიტრა“, „ასავალ-დასავალი“, „ალია“, „ქრონიკა+“, „საქართველო და მსოფლიო“, „გურია ნიუსი“.

მონიტორინგი  2020 წლის 15 ივნისს დაიწყო.

მედიამონიტორინგის ყველა ანგარიში იხილეთ მისამართზე: http://mediamonitor.ge/

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test