შემოგვიერთდი

19.08.2020 18:50

საპარლამენტო არჩევნების წინ ექვსი მედიაკომპანია მასალებს ეთნიკური უმცირესობების ენებზე მოამზადებს

Media Ge

2020  საპარლამენტო არჩევნების წინ რეგიონული მედიასაშუალებები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ჟურნალისტურ მასალებს ეთნიკური უმცირესობების ენებზე მოამზადებენ

“ინტერნიუსი“, “ინტერნიუსი – საქართველოსთან” და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვაშინგტონის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის ცენტრთან (USAID/Washington Center of Excellence of Democracy, Human Rights and Governance) პარტნიორობით, 2020 წლის საპარალამენტო არჩევნების წინ, 6 მედიაკომპანიას: სათემო რადიო „ნორი“, სათემო რადიო „მარნეული“, პანკისის სათემო რადიო „Radio WAY“, ონლაინ გამოცემა „ჯეინიუსი“ (Jnews.ge), ტელეკომპანია „ტოკი“ და ტელეკომპანია „მეცხრე არხი“, დაეხმარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან პრობლემებსა და საკითხებზე, ასევე, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მიერ აღნიშნული პრობლემების გადაჭრის შემოთავაზებული  გზებისა და საარჩევნო პროგრამების შესახებ  ჟურნალისტური მასალების წარმოებასა და გავრცელებაში უმცირესობათა ენებზე.

აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება პროექტის „ეთნიკური უმცირესობების ენებზე ჟურნალისტური კონტენტის გამავრცელებელი მედიების მხარდაჭერა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საზოგადოებრივი სივრცის გაზრდის მიზნით“ ფარგლებში, რომელიც, თავის მხრივ, ნაწილია, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/ Washington Center of Excellence of Democracy, Human Rights and Governance) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე მაშტაბური პროექტისა Enabling and Protecting Civic Space (EPCS)  Illuminating New Solutions and Programmatic Innovations for Resilient Spaces (INSPIRES), რომლის მიზანია, საზოგადოებრივი  სივრცის  შეზღუდვის დასაძლევად, ცოდნისა  და  შესაძლებლობების გაზრდა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოქალაქეების  გამოხატვისა  და შეკრების თავისუფლება.  INSPIRES დღეისათვის მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში: აფრიკის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ხორციელდება.

საკონკურსო წესით შერჩეული 6 მედიაკომპანია მიიღებს გრანტს (თითოეული 5.500 აშშ დოლარის ოდენობით) და სარედაქციო მხარდაჭერას ეთნიკური უმცირესობების ენებზე  ვრცელი ჟურნალისტური მასალების მოსამზადებლად და ასევე, ამომრჩევლების პოლიტიკოსებთან შეხვედრების მოსაწყობად. მედია გრანტის ხანგრძლივობა 5 თვეა.

მეტი  ინფორმაციისთვის მიმართეთ პროექტის ხელმძღვანელს, თიკო ნაჭყებიას (მობ: 595 977 375, ტელ: 236 9440,  ელ.ფოსტა tiko.nachkebia@gmail.com)  ან  “ინტერნიუსი-საქართველოს” (მისამართი: ანდრია აფაქიძის #11, ტიფლის ბიზნეს ცენტრი, მე-8 სართული; თბილისი)

 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test