შემოგვიერთდი

16.02.2020 15:26

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილ ვითარებაზე

Media Ge

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ მიმართავს

მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში განვითრებული პროცესები საგანგაშოა. 2019 წლის აპრილიდან დღემდე ყოველდღიურად მტკიცდება ეჭვები არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მოშლის მცდელობის შესახებ. დღეს კი არსებობს რეალური საფრთხე ახალმა არჩეულმა მრჩეველთა საბჭომ და მათ მიერ დანიშნულმა მენეჯმენტმა შეცვალოს საშტატო ნუსხა და სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშოროს თანამშრომელთა ნაწილი, ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიაზაციების გაერთიანება ფიქრობს, რომ არსებული მდგომარეობა საგანგაშოა და მოიცავს როგორც მედიის თავისუფლების, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კვლავაც ჩაერთვებიან და დავიცავენ  საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, მეორეს მხრივ კი  პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს გამოხატვის თავისუფლების გარანტიების შენარჩუნებაში დახმარებას თხოვენ.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
მედიაკლუბი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
ღია საზოგადოების ფონდი
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
ლიბერალური აკადემია თბილისი
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
სატელევიზიო ქსელი
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test