შემოგვიერთდი

11.02.2020 22:04

საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან და ნატოსთან -სემინარი რეგიონული მედიისთვის

Media Ge

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ინტერნიუსი-საქართველოს პარტნიორი რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი ჩატარდა.

სემინარი ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გახსნა.

სემინარის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა სალომე შაფაქიძემ მიმოიხილა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი და ისაუბრა სამომავლო პერსპექტივებზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი შეეხო ევროკავშირის დახმარების პროექტებს და მათ მნიშვნელობას საქართველოსთვის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ნარდაია ჟურნალისტებს ესაუბრა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და მისი განვითარების პერსპექტივებზე.

სემინარზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს - ახალ გამოწვევებს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ.

სემინარი დაეთმო ვიზალიბერალიზაციის თემასაც. კატი ვერცელენმა, ბელგიის საემიგრაციო ოფისის მიგრაციის ოფიცერმა, განმარტა ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test