შემოგვიერთდი

12.12.2019 12:51

GRMA მხარს უჭერს ლაშა ზარგინავას კანდიდატურას აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრის თანამდებობაზე

Media Ge

„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ (GRMA) ღია მიმართვაში ატყობინებს  აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, რომ რეგიონული მედია მხარს   უჭერს ლაშა ზარგინავას კანდიდატურას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში.
„გამოცხადებულ კონკურსში ბევრი ღირსეული კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ლაშა ზარგინავას კანდიდატურა განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმსახურებს. იგი ერთადერთი ჟურნალისტია იმ 9 კანდიდატს შორის, რომელიც ამჟამად საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს. შესაბამისად, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს კარგად იცნობს”, წერია „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის“ ღია მიმართვაში.  

GRMA დარწმუნებულია, რომ ლაშა ზარგინავა, როგორც „პროფესიონალი, წარმატებული და პრინციპული ჟურნალისტი“,   აუცილებლად იქნება საბჭოში ჟურნალისტების ინტერესების დამცველი და ობიექტური წევრი.

რეგიონული მედიის ასოციაცია აღნიშნავს, რომ აჭარის ტელევიზიის მეხუთე წევრის არჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ამავე ტელევიზიის დირექტორის არჩევას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე თავად ჟურნალისტების მხრიდან.

ლაშა ზარგინავა  აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემის   “მთავარი აჭარაში“ წამყვანია და მონაწილეობს  ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრობისთვის  გამოცხადებულ კონკურსში.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test