შემოგვიერთდი

07.10.2019 22:18

დასავლეთთან ინტეგრაცია და საქართველოს რეგიონები - ტელეკომპანია “თრიალეთი”, „გურია ტვ“, „TV თანამგზავრი“, „ქუთაისიპოსტი“, რადიო „NOR“

Media Ge

“ინტერნიუსი – საქართველო” აგრძელებს   რეგიონული მედიასაშუალების მასალების გამოქვეყნებას, რომელიც მომზადდა პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში" ფარგლებში.

პროექტი  “ინტერნიუსი - საქართველო”  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

რა ქმნის ანტიდასავლურ მითებს და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას?
ტელეკომპანია „თრიალეთის“ მასალაში გადმოცემულია სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის გამყოფ ზოლთან  მცხოვრები ადამიანების განწყობები, საუბარია 2008 წლის ომისშემდგომ ვითარებაზე კონფლიქტის ზონაში, წარმოდგენილია ექსპერტის ანალიზი.
„გურია ტვ“  მოგვითხრობს წარმატებული მეწარმის ისტორიაზე
ვიდეომასალაში ლიკა მეგრელაძე ჩაის წარმოებასა და თავად ჩაის მიმართ  მისი და მშობლების  დამოკიდებულებაზე საუბრობს.


„გურია ტვ“  მოგვითხრობს წარმატებული მეწარმის ისტორიაზე
ვიდეომასალაში ლიკა მეგრელაძე ჩაის წარმოებასა და თავად ჩაის მიმართ  მისი და მშობლების  დამოკიდებულებაზე საუბრობს.


ტელეკომპანია „თანამგზავრი კი  თელაველი შშმ პირების პრობლემებს აშუქებს

არაადაპტირებული გარემო და შშმ პირების მიმართ არსებული სტიგმა, რომელიც, მაგალითად,
თელაველ ლადო ჭინჭარაულს აწუხებს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მოყვანილი მწვანილი ევროპის ბაზრების დახლებზე ხვდება.

თუმცა, იმერეთში წარმოებულ მწვანილიაღმოსავლეთ ევროპაში ახალი გამოწვევების წინაშე დგას. სწორედ ამ პრო ბლემას ეხმაურება ინტერნეტ გამოცემა https://www.kutaisipost.ge ვიდეომასალაში-გეგუთის მწვანილი ევროპის ბაზარზე


სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მეტად მწვავედ დგას ნაგვის უტილიზაციის საკითხი.
როგორ უნდა მოხდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაცია, რომ ეს პროცესი, მაგალითად, ნინოწმინდაში,  ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს? სწორედ ამაზე საუბრობს ნინოწმინდის რადიო „NOR“ის სტუდიაში მიწვეული მელს მნაცაკანიანი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის დირექტორი.  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test