შემოგვიერთდი

09.09.2019 16:12

მულტიმედია რეგიონებიდან- “ბათუმელები”

Media Ge

„ინტერნიუსი – საქართველო” აგრძელებს  რეგიონული მედიასაშუალებების მიერ „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში  მომზადებულ  მულტიმედიური  მასალების გამოქვეყნებას.

ამჯერად, გთავზობთ კონკურსის წესით შერჩეული ერთ-ერთი მედიასაშუალების, „ბათუმელების“ მიერ, მომზადებულ მულტიმედიურ მასალებს


როგორ გადავრჩეთ – სამუშაოდ უცხოეთში

ყოველ ზაფხულს საქართველოს მოქალაქეები თურქეთში გადადიან თხილის საკრეფად. ძირითადად ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. თხილის კრეფაში აღებული ფულით ბავშვებს სასკოლოდ ამზადებენ და პროდუქტებს ყიდულობენ.

ქართველი დამსაქმებელი თურქეთიდან 

გელიბ ჯებეჯი ისტორიულ სოფელ მარადიდში ცხოვრობს და ერთ-ერთი მათგანია, ვინც საქართველოდან წასულ მუშახელს ასაქმებს. ამბობს, რომ აქედან ჩასულები ძირითადად პატიოსნად შრომობენ, მაგრამ თავადაც კეთილსინდისიერი დამსაქმებელია - კარგ პირობებში აცხოვრებს სამუშაოდ ჩასულებს და ანაზღაურებასაც კარგად უხდის. 70 წლის კაცი ასევე ყვება იმაზე, თუ როგორ იცლება ისტორიულად ქართული სოფელი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალის სრული ვერსია სათაურით „როგორ გადავრჩეთ – სამუშაოდ უცხოეთში“ იხილეთ მისამართზე
https://batumelebi.netgazeti.ge/news/225419/

თურქეთში დასაქმებას შეეხება „ბათუმელების“ ქვიზიც: სეზონური სამუშაო თურქეთში – როგორ დავსაქმდეთ ლეგალურად“

მედიასაშუალება მკითხველს  სთავაზობს გამოსცადოს თავისი ცოდნა იმ რეგულაციების შესახებ, რომელიც მოქმედებს  მეზობელ ქვეყანაში სეზონურ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმებასთან  დაკავშირებით.




პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test