შემოგვიერთდი

28.06.2019 17:35

„ინტერნიუსის“ საერთაშორისო პროექტი აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის და კავკასიის ჟურნალისტებს დააკავშირებს

Media Ge

ჟურნალი „ინდიგო“, ვებგამოცემა „მთის ამბები” (mtisambebi.ge), ვებგამოცემა „სოვა ნიუსი“ (sova.news), სტუდია „კლიკმედია“ და მულტიმედიურ ჟურნალისტთა ჯგუფი (სალომე გველესიანი, თეონა ჩაკვეტაძე, ეკა ხარბედია და ანა მახარაძე) მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ჟურნალისტურ პროექტში სახელწოდებით „სამეზობლო“ (“Neighbors”).

ჟურნალისტები  რეგიონისთვის მნიშვნელოვან თემებზე მულტიმედიურ მასალებს მოამზადებენ. ქართველ მედია პროფესიონალებთან ერთად პროექტში ალბანეთის, ბოსნიისა და ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის, სერბეთის, კოსოვოს, მოლდოვას, უკრაინის და სომხეთის ჟურნალისტებიც ჩაერთვებიან.

საკონკურსო წესით შერჩეული მედია ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები  მიკროგრანტებს (3000-დან 7000 აშშ დოლარამდე) მიიღებენ, რათა რეგიონში იმოგზაურონ და დამოუკიდებლად ან უცხოელ კოლეგებთან ერთად არსებული ვითარება გააშუქონ.

მომზადებულ მასალებს, ავტორებთან ერთად, პროექტის მონაწილე სხვა ქვეყნების  მედიასაშუალებებიც გაავრცელებენ. მასალები, ასევე,  პროექტის ვებგვერდზეც (Neighbours.site) განთავსდება.

ინტერნიუსი და მისი პარტნიორები ორგანიზაციები ჟურნალისტთა ჯგუფებს სარედაქციო მხარდაჭერას გაუწევენ.

რეგიონული პროექტი „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“ , რომლის ერთერთი კომპონენტია „სამეზობლო“, მიზნად ისახავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ევროპასა და ევრაზიის ქვეყნებში.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test