შემოგვიერთდი

29.05.2019 17:20

მულტიმედია რეგიონებიდან-"სამხრეთის კარიბჭე", "მე-9 არხი", "გურჯაანი ტვ", "ბათუმელები"

Media Ge

„ინტერნიუსი – საქართველო” გთავაზობთ რეგიონული მედიასაშუალებების მიერ მიმდინარე წლის  მაისში პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში  მომზადებულ რამდენიმე მულტიმედიურ მასალას.

შეგახსენებთ, აღნიშნულ პროეტს „ინტერნიუსი – საქართველო”,    “ინტერნიუს“ პარტნიორობით, 2018  წლის მეორე ნახევრიდან ახორციელებს .  
კონკურსის წესით  შერჩეული მედიაორგანიზაციები  ამზადებენ და ავრცელებენ ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებულ   მულტიმედიურ საინფორმაციო კონტენტს.


ეკოდამცველი მოსწავლეები ადიგენიდან

ახალციხის „სამხრეთის კარიბჭე“ მოგვითხრობს ადიგენში, სოფელ ბენარის საჯარო სკოლის მეცხრე კლასელების მიერ  მდინარე ოცხეს კალაპოტის   ხუთი სოფლის   დასუფთავების შესახებ.
მოსწავლეებმა გარემო სკოლის "სამოქალაქო კლუბის" ფარგლებში დაასუფთავეს.





















ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხის"  მასალაში “ ხელსაწყო, რომელიც უსინათლოებს გადაადგილებაში ეხმარება",  საუბარია ორი ახალგაზრდის გამოგონებაზე.

„უჩინარი ძალა“ 14 წლის კარაპეტ სამველიანმა და 16 წლის არსენ  იშხანიანმა შექმნეს.
ხელსაწყოს ორი ნაწილი მაგრდება უსინათლო ადამიანის მუხლებზე, მესამე ნაწილი ხელში უჭირავს. უსინათლო ადამიანი დაბრკოლების არსებობას მოწყობილობის ვიბრაციით ხვდება.



 ხათუნა ბაბუხაძე, მხატვარ-დიზაინერი გურჯაანიდან

„პირველად 18 წლისა ვიყავი, როცა გავიგე, რა არის გობელენი, ფარდაგი და ხალიჩა. მაშინვე შემიყვარდა, თავისი სირთულის მიუხედავად. არაფრისგან ვიწყებდი, ჩარჩოში ვაბამდი ძაფებს და მისგან იქმნებოდა ლამაზი, მხატვრულიქსოვილი“, ამბობს ხათუნა ბაბუაძე. 


„ბათუმელები“ 1937-1938 წლებში აჭარაში რეპრესირებულ პირთა შესახებ ინფორმაციას აგროვებს ისტორიული ცნობებისა და ზეპირი ისტორიების შესაკრებად.
სწორედ მოცემული მასალა მოგვითხრობს მედიასაშუალების მიერ  დღემდე მოძიებულ ცნობებს რეპრესირებულთა შესახებ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test