შემოგვიერთდი

17.12.2018 13:11

ინტერნიუსის მიერ გამოცხადებული კონკურსის ვადამ 19 დეკემბრამდე გადაიწია

Media Ge

მედია ორგანიზაციების თხოვნით, 19 დეკემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდა განაცხადების მიღების ვადა, ინტერნიუსი-საქართველოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში. შეგახსენებთ, კონკურსი ტარდება პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“ ფაგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი მედიაპარტნიორების შესარჩევად. .

დაინტერესებულმა კანდიდატებმა შევსებული საკონკურსო განაცხადები უნდა გამოგზავნონ ელ. ფოსტით მისამართზე irina@internews.ge ან წარმოადგინონ „ინტერნიუსი-საქართველოს“ ოფისში (მისამართზე: თბილისი, ანდრია აფაქიძის ქუჩა 11, ტიფლის ბიზნეს ცენტრი, მე-8-ე სართული) ან შეავსონ

ელექტრონული აპლიკაციის ფორმა:
ცენტრალური მედიასაშუალებებისთვის მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების მოსამზადებლად გამოცხადებული კონკურსისელექტრონული აპლიკაციის ბმული ხელმისაწვდომია ამ მისამართზე: https://goo.gl/forms/pKyVgTu0qrKH3Upl1

ადგილობრივი მედიასაშუალებებისთვის მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების მოსამზადებლად გამოცხადებული კონკურსის ელექტრონული აპლიკაციის ბმული ხელმისაწვდომია ამ მისამართზე: https://goo.gl/forms/AKBJNwSYdTP2EyFu1

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test