შემოგვიერთდი

23.11.2018 15:53

კონკურსი 10 ადგილობრივი მედიაპარტნიორის შესარჩევად

David Mchedlidze
კონკურსები

ინტერნიუსი – საქართველო”, “ინტერნიუსთან“ პარტნიორობით იწყებს ახალ რეგიონულ პროექტს „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“, რომლის მიზანია მედიის მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთისა და კავკასიის ქვეყნებში. პროექტის შედეგად გაიზრდება მოქალაქეთა ინფორმირებულობა ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით და  გაძლიერდება დამოუკიდებელი მედია. პროექტის ყველა აქტივობა ხელს შეუწყობს ეთიკური და სამართლიანი ჟურნალისტური ღირებულებების დამკვიდრებას, ფაქტებზე დაფუძნებულ გაშუქებას, მედია საშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობას და გამოხატვის თავისუფლებას.

პროექტის საკოორდინაციო საბჭო 10 ადგილობრივ პარტნიორ მედიაორგანიზაციას შეარჩევს საკონკურსო წესით. კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ბეჭდური და ონლაინ მედიასაშუალებები, რადიო და ტელევიზია. ადგილობრივ პარტნიორებს უნდა გააჩნდეთ ვებპორტალი და მასალების ონლაინ, მათ შორის სოციალური არხებით გავრცელების შესაძლებლობა.

დამატებითი ინფპორმაციიხილეთ INTERNEWS.GE-ს ვებგვერდზე

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test