შემოგვიერთდი

18.11.2018 00:31

ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში მულტიმედიური საინფორმაციო მასალების მომზადების და ერთობლივი ჟურნალისტური პროექტების მხარდაჭერა

David Mchedlidze

ინტერნიუსი-საქართველო”, “ინტერნიუსთან” პარტნიორობით იწყებს პროექტს - „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“, რომლის მიზანია მულტიმედიური საინფორმაციო მასალების მომზადების და გავრცელების, ასევე რეგიონის მასშტაბით ერთობლივი ჟურნალისტური პროექტების მხარდაჭერა. პროექტის ფარგლებში შერჩეული ცენტრალური და ადგილობრივი მედია ორგანიზაციები მიიღებენ მიკრო-გრანტებს და სარედაქციო მხარდაჭერას მულტიმედიური მასალების მოსამზადებლად და გასავრცელებლად, რაც უფრო მრავალფეროვანს გახდის ვებკონტენტს და გაზრდის წვდომას აუდიტორიასთან. პროექტი ასევე უზრუნველყოფს მულტიმედიური მასალების მომზადებას და გაზიარებას რეგიონული მნიშვნელობის მქონე თემებზე.

პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფას ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საკითხებზე ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში. „პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი მედიის გაძლიერებას საქართველოში და მედია საშუალებების ონლაინ კონტენტის გაუმჯობესებას. გაიზრდება ასევე მოქალაქეთა ინფორმირებულობა მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესების შესახებ“ - აცხადებს გენადი უჩუმბეგაშვილი, „ინტერნიუსი-საქართველო“ -ს აღმასრულებელი დირექტორი.

ახალი პროექტი აგრძელებს „ინტერნიუსი-საქართველოს“ და “ინტერნიუსის” მიერ განხორციელებულ პროექტს „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.“

პროექტი თბილისის ფარგლებში შეარჩევს პარტნიორ ცენტრალურ მედიასაშუალებებს, რომლებიც მიიღებენ მიკრო გრანტებს საზოგადოებრივი მნიშვნელობის თემებზე 10 მულტიმედიური პაკეტის მოსამზადებლად. მასალები გადაეცემა ადგილობრივ მედიასაშუალებებს, რომლებიც მათთვის საინტერესო თემებზე მოამზადებენ მასალებს ადგილობრივი აუდიტორიის ინტერესების გათვალისწინებით. ადგილობრივი მედიასაშუალებები ასევე მიიღებენ მცირე გრანტებს და სარედაქციო მხარდაჭერას, მათ ჩაუტარდებათ ტრენინგები და კონსულტაციები მედიაბიზნესის კუთხით.

პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ერთობლივი მულტიმედიური მასალების მომზადებას რეგიონული მნიშვნელობის თემებზე ბალკანეთსა და ევრაზიის ქვეყნებში. კონკურსის გამარჯვებულები მიიღებენ მცირე გრანტებს პროექტში ჩართულ ქვეყნებში გასამგზავრებლად, რათა მომზადდეს მასალები ამ ქვეყნებისთვის საერთო პრობლემატიკის შესახებ.
მაღალი ხარისხის, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მასალების მოსამზადებლად, პროექტის მონაწილე ქვეყნების ჟურნალისტებს და IT სპეციალისტებს ორჯერ უმასპინძლებს კიევის „ჟურნალისტური ინსპირაციის ლაბორატორია“, სადაც მონაწილეები შეიძენენ ღრმა და შინაარსიანი ციფრული კონტენტის მომზადების უნარ-ჩვევებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორებს ირინა სამხარაძეს (ტელ. 599 55 34 98; irina@internews.ge irinsam22@gmail.com ) და შორენა ქოჩიაშვილს (ტელ: 598 404401, shorena@internews.ge). „ინტერნიუსი - საქართველო“, ანდრია აფაქიძის ქ. 11; ტიფლის ბიზნეს ცენტრი, მე-8 სართული, თბილისი, საქართველო.

ოთხშაბათს, 21 ნოემბერს, 2 საათზე, „ინტერნიუსი - საქართველო“- ს ოფისში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test