შემოგვიერთდი

14.11.2018 20:10

მცირე-გრანტების კონკურსის შედეგები „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი“ (AI/AU)

Media Ge

საკონკურსო წესით შერჩეული მედია ორგანიზაციები - „ლიბერალი“, „რეგინფო“, „ქუთაისი პოსტი“ და სათემო რადიო „მარნეული FM“ დაფინანსდებიან 4,546 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის ოდენობის მცირე გრანტებით, რაც ხელს შეუწყობს მათი აუდიტორიის გაზრდაში, აუდიტორიასთან ინტერაქციის ხელშეწყობაში, მოამზადონ მაღალი ხარისხის ჟურნალისტური მასალები და განახორციელონ ფინანსური მონეტიზაციის ინოვაციური პროექტები. გრანტების გაცემა განხორციელდება პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ინტერნიუსი - საქართველო, ინტერნიუს ნეთვორკის მხარდაჭერით (Audience Understanding and Digital Support Project) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით.

ლიბერალი გააშუქებს საქართველოში ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის თემას მულტიმედიური ვიდეომასალების შემუშავებით; რეგინფო მოახდენს ონლაინ პორტალის - Mtisambebi.ge გაძლიერებას ვიდეო რგოლების, ვიდეო დღიურების, ვიდეო ბლოგების და სხვა ინტერაქციული ფორმატების გამოყენებით. ქუთაისი პოსტი შექმნის ახალ პლათფორმას ქუთაისის შესახებ, რომელიც დაიტვირთება მომხმარებლისთვის საინტერესო ფაქტებით ქუთაისის შესახებ და ტურისტებისთვის სასარგებლო ინფორმაციით. სათემო რადიო მარნეული FM ჩაატარებს ტრენინგების ციკლს ახალგაზრდებისთვის. ტრენინგების შედეგად გამოვლენილი საუკეთესო კანდიდატების მიერ მომზადებულ კონტენტს გაავრცელებენ სამაუწყებლო და ონლაინ პლათფორმებზე.

გრანტების გაცემის პარალელურად, პროექტი პარტნიორ მედიასაშუალებებს სთავაზობს ტრენინგებს და მენტორულ დახმარებას , რათა გაძლიერდეს მედიასაშუალებების მდგრადობა და მონაცემებზე დაფუძნებული სარედაქციო და მართვის პროცესი. ეს, საბოლოო ჯამში, გააუმჯობესებს პარტნიორი მედიასაშუალებების კონტენტს, შედეგად, გაიზარდება აუდიტორიასთან ინტერაქცია და მონეტიზაციის შესაძლებლობა.

პროექტი ხელს შეუწყობს მედია პარტნიორ ორგანიზაციებს ვებგვერდების კონტენტის გამრავალფეროვნებაში და გააუმჯობესებს მათ წვდომას აუდიტორიასთან“, - ამბობს ინტერნიუსი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, გენადი უჩუმბეგაშვილი.

პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი” (AI/AU) მიზანია, გაიზარდოს მოქალაქეთა წვდომა მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, გაძლიერდეს მედიასაშუალებების მდგრადობა და მედიასა და აუდიტორიას შორის კავშირი. საგრანტო კონკურსი ჩატარდება ყოველწლიურად, 2021 წლამდე.

მცირე-გრანტები გაიცემა ინტერნიუსის პროექტის „აუდიტორიის ანალიზი და ციფრული განვითარება“ (Audience Understanding and Digital Support Project (AUDS)) ფარგლებში შვედეთის დაფინანსებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის დირექტორს, შორენა ქოჩიაშვილს (ელ. ფოსტა shorena@internews.ge  , მობ. ტელეფონი: 598 404 401). ინტერნიუსი - საქართველოს მისამართზე: ანდრია აფაქიძის ქუჩა 11, ტიფლის ბიზნეს ცენტრი, მე-8 სართული.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test