შემოგვიერთდი

17.09.2018 19:47

ევროკავშირის საკითხების ეფექტური გაშუქება-ვორქშოფი სამაუწყებლო და ონლაინ მედიის ჟურნალისტებისთვის

Media Ge
განცხადებები ტრენინგები

2018 წლის 24-27 სექტემბერს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ღია მედია ჰაბი სამაუწყებლო და ონლაინ მედიის ჟურნალისტებისთვის აწყობს 3 დღიან ვორქშოფს  ევროკავშირის საკითხების ეფექტურ გაშუქებასთან დაკავშირებით. კურსის ფარგლებში მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება სარედაქციო, თხრობისა და რედაქტირების უნარების განვითარებაზე.

აღნიშნული კურსის ფარგლებში, მონაწილე ჟურნალისტები იმუშავებენ რეალურ დროში, ქვეყნის ონლაინ სივრცეში არსებულ მასალებზე, კონკრეტული ფოკუსით ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებსა თუ აქტივობებზე. ჟურნალისტები შექმნიან მათი მედია საშუალების სარედაქციო პოლიტიკასთან რელევანტურ, ახალი ამბების გაშუქების ფორმატის შესაბამის საინფორმაციო ტიპის ამბებს. მასალები გამოქვეყნდება სხვადასხვა პლატფორმაზე და ხელმისაწვდომი იქნება ღია მედია ჰაბის ვებ-გვერდზე, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაცვლას საერთაშორისო და ადგილობრივ მონაწილეთა შორის.

აღნიშნული სარედაქციო სესიები მიმართულია მედია პროფესიონალებისა და მედია საშუალებების უნარების დახვეწა/განვითარებისკენ. კურსი საშუალებას მისცემს მონაწილეებს, უკეთ გააცნობიერონ ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები, რაც წაახალისებს თითოეულ მათგანს, ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება მათივე სარედაქციო კონტენტში ინტეგრირდეს, რელევანტური დეტალებისა და წყაროების, მონაცემებისა თუ ვიდეოების იდენტიფიცირების მეტად დახვეწილი პრაქტიკული მიდგომის გამოყენებით. ამასთან, სემინარი ფოკუსირებულია იმ რესურსების გაცნობიერებაზე, რომლებიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებულ ამბებზე მუშაობისთვისაა ხელმისაწვდომი. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამაუწყებლო და ონლაინ მასალების მომზადებას, როგორც სემინარის პრაქტიკული ნაწილის განხორციელებას.

ვორქშოფს გაუძღვებიან ზოია ჩარლზი და ალეკ გრიგორიანი, ადგილობრივ დონეზე Action Global-ის წარმომადგენელი მაია ჩიტაიას ხელშეწყობით.

ჟურნალისტებმა ამბის მოსამზადებლად ქვეყანაში არსებული პროექტებისა და პრიორიტეტების შესაბამისი თემატიკა უნდა აირჩიონ. ვორქშოფის ფარგლებში, მონაწილეებმა გადასაღები და სამონტაჟო აღჭურვილობა თავად უნდა უზრუნველყონ.

განაცხადის გასაგზავნად, გთხოვთ, ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.openmediahub.com. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 19 სექტემბერი, 23:45 საათი. წინა აქტივობებში მონაწილე მედია საშუალებების ან ღია მედია ჰაბის მემორანდუმის თანამშრომლობით გათვალისწინებული მედია საშუალებების განაცხადებები პირველი განიხილება.

პროექტი „ღია მედია ჰაბი“  მიზნად ისახავს ევროპული სამეზობლოს ქვეყნებში ჟურნალისტებისა და მედია მენეჯერების პროფესიული კვალიფიკაციების ამაღლებასა და აუდიო-ვიზუალური და ონლაინ მასალების დამზადებაში მხარდაჭერას, რაც ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი მედიის განვითარებასა და ევროკავშირის პოლიტიკისა და მხარდაჭერის კიდევ უფრო თვალსაჩინოდ წარმოჩენას რეგიონში. 

პროექტის განმახორციელებელია კონსორციუმი  თომსონ ფაუნდეიშენის თაოსნობით. კონსორციუმის სხვა წევრები არიან ევროპული ორგანიზაციები: France Médias Monde, European Journalism Center და  Free Press Unlimited.

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test