შემოგვიერთდი

07.06.2018 19:11

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დაამტკიცა

meda.ge

რადიო

რადიო

თველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საზოგადოებრივი აზრის 2018 წლის კვლევის შედეგად რადიოსამაუწყებლო პრიორიტეტები დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2020 წლის 7 ივნისამდე იქნება. აღნიშნულ პერიოდში კომისია დამტკიცებული რადიოსამაუწყებლო პრიორიტეტების გათვალისწინებით, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსებს გამოაცხადებს.

კომისიის გადაწყვეტილებით, კერძო საერთო ან სპეციალიზებული რადიო მაუწყებლობის და სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის  მისაღებად კონკურსები სალიცენზიო განაცხადების გათვალისწინებით, ცალ-ცალკე გამოცხადდება, ასევე, ცალ-ცალკე გამოცხადდება კონკურსები მოქმედი რადიომაუწყებლებისთვის, მაუწყებლობის არსებული არეალის გაფართოების და ახალი ადგილობრივი მაუწყებელის შექმნის მიზნით. კონკურსის გამოცხადებისას და ლიცენზიის მაძიებელთა მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების შეფასებისას, კომისია მაუწყებლობის თითოეული სახეობისთვის (კერძო, სათემო) და კერძო მაუწყებლობის ქვესახეობისთვის (საერთო და სპეციალიზებული) დადგენილი რადიოსამაუწყებლო პრიორიტეტებით იხელმძღვანელებს. სათემო რადიომაუწყებლობაზე კონკურსები ცალკე გამოყოფილ სიხშირულ დიაპაზონში გამოცხადდება. ასევე, საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ასახული პრიორიტეტული რადიოპროგრამების გათვალისწინებით იხელმძღვანელებს კომისია სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის შეფასებისას.

რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები შემდეგი თანმიმდევრობით, შემდეგ სამაუწყებლო ზონებში დადგინდა:

საქართველოს ტერიტორია (ეროვნული მაუწყებლობა)

  1. საერთო რადიომაუწყებლობა
  2. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
  3. სათემო რადიომაუწყებლობა

სამაუწყებლო ზონა GEO  250

  1. საერთო რადიომაუწყებლობა
  2. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
  3. სათემო რადიომაუწყებლობა

სამაუწყებლო ზონა GEO – 252

  1. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
  2. საერთო რადიომაუწყებლობა
  3. სათემო რადიომაუწყებლობა

სამაუწყებლო ზონა GEO – 253

  1. საერთო რადიომაუწყებლობა
  2. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
  3. სათემო რადიომაუწყებლობა

სამაუწყებლო ზონა GEO – 255

  1. საერთო რადიომაუწყებლობა
  2. სათემო რადიომაუწყებლობა
  3. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა

სამაუწყებლო ზონა GEO – 256

  1. საერთო რადიომაუწყებლობა
  2. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
  3. სათემო რადიომაუწყებლობა

სამაუწყებლო ზონა GEO – 257

  1. საერთო რადიომაუწყებლობა
  2. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
  3. სათემო რადიომაუწყებლობა

 სამაუწყებლო ზონა GEO – 258

  1. საერთო რადიომაუწყებლობა
  2. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა და სათემო რადიომაუწყებლობა (თანაბრად)

სამაუწყებლო ზონა GEO – 259

  1. საერთო რადიომაუწყებლობა
  2. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
  3. სათემო რადიომაუწყებლობა

სამაუწყებლო ზონა GEO – 261

  1. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა
  2. საერთო რადიომაუწყებლობა
  3. სათემო რადიომაუწყებლობა

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test