შემოგვიერთდი

30.05.2018 00:56

კიევში მოკლეს ცნობილი რუსი ჟურნალისტი, არკადი ბაბჩენკო

Media Ge

წყარო: რადიო თავისუფლება
პუტინის კრიტიკოსს, ცნობილ რუს ჟურნალისტს არკადი ბაბჩენკოს კიევში, ზურგში ესროლეს და ის სასწრაფო დახმარების მანქანაში, საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
რადიო თავისუფლების კორესპოდენტის ქრისტოფერ მილერის ცნობით მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

Christopher Miller
 
✔@ChristopherJM

Ukrainian authorities confirm Russian journalist Arkady Babchenko has been shot and killed tonight in Kyiv. He died in ambulance en route to hospital. This marks the second murder of a high-profile Russian journalist in Kyiv in less than two years. (Sheremet by car bomb in 2016.) https://twitter.com/mvs_ua/status/1001534150313218049 …

Christopher Miller
 
✔@ChristopherJM
 
 

Babchenko was a journalism legend in this part of the world. An ex Russian soldier who fought in Chechnya & wrote a memoir of the time, he became a fierce critic of Kremlin's military actions in Ukraine, earning him ire of Russian state media, which labeled him enemy of the state pic.twitter.com/zGZ7GYazdg

 

​ბოლო წლებში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კიევში კრემლისთვის მიუღებელ რუს ჟურნალისტს კლავენ. 2016 წელს მანქანაში ააფეთქეს პაველ შერემეტი. ბაბჩენკო უკრაინაში მას მერე გადავიდა საცხოვრებლად, რაც, მისი თქმით, რუსეთში "პოლიტიკური დევნის" მსხვერპლი გახდა. ბაბჩენკომ რუსეთი შარშან დატოვა. ამბობდა, რომ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკეთესი იქნებოდა "გარკვეული პერიოდი რუსეთს გარეთ ყოფილიყო". რუსეთის დატოვების კონკრეტულ მიზეზებზე ბაბჩენკო არ საუბრობდა, თუმცა ამბობდა, რომ ეს დაკავშირებული იყო მისი "თავისუფლების ან არათავისუფლების" საკითხთან.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test