შემოგვიერთდი

22.12.2017 15:54

ინტერნიუსი ქართული, უკრაინული და მოლდოვური მედიისთვის ვებგვერდის ახალ კონსტრუქტორს ქმნის

Media Ge

ინტერნიუსმა ვებგვერდის ახალი კონსტრუქტორი - News Templ შექმნა, რომელიც ადგილობრივ მედიასაშუალებებს უფასოდ გადაეცემათ. კონსტრუქტორი დაბალბიუჯეტიანი მედიასაშუალებების ვებგვერდების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. მისი უპირატესობა ვებგვერდების სხვა შაბლონებთან (WordPress, Squarespace) შედარებით იმაში მდგომარეობს, რომ კონსტრუქტორი მედიასაშუალებების საჭიროებებზეა მორგებული, მასში შვიდი განსხვავებული შაბლონი და 14 მზა პროგრამული გაფართოებაა (plugin) მოცემული (როგორებიცაა, მაგ. PayPal Donations და Google XML Sitemaps). აღნიშნული შაბლონები და გაფართოებები გამოსადეგია ონლაინ მედიასაშუალებებისთვის. ამასთან, კონსტრუქტორი ღია WordPress-ის პლატფორმას ეყრდნობა, რომელსაც მომხმარებელთა დიდი რაოდენობა ჰყავს და მედიასაშუალებებისთვის რჩევების მიცემა შეუძლიათ.

მომხმარებლებზე მორგებული კონსტრუქტორის გამოყენებით ახალი ვებგვერდის შექმნას სულ 20-30 წუთი სჭირდება. News Templ-ის მეშვეობით შესაძლებელია ახალი ვებგვერდის მორგება კონკრეტული მედიასაშუალების საჭიროებებზეა. გარდა ამისა, მას კონტენტის მართვის სისტემა გააჩნია, რომელიც მომხმარებელს მულტიმედიური და ინტერაქტიული კონტენტის სწრაფად და მარტივად შექმნის, რედაქტირების და ვებგვერდზე განთავსების შესაძლებლობას აძლევს. News Templ-ის გამოყენების ინსტრუქციები ქართულ, რუმინულ, უკრაინულ, და ინგლისურ ენებზე იქნება ხელმისაწვდომი.

„რეგიონში არსებული ადგილობრივი მედიასაშუალებები პოტენციურ აუდიტორიას კარგავს და კარგად დაფინანსებულ უცხოურ მედიასაშუალებებს კონკურენციას ვერ უწევს, რადგან ცუდი დიზაინის მქონე ვებგვერდები გააჩნიათ, რომელთა განახლება საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტის მუდმივი ჩართულობის გარეშე შეუძლებელია. News Templ-ი ადგილობრივ მედიასაშუალებებს აუდიტორიასთან ინტერაქციის ინოვაციური ჟურნალისტური ფორმატების დანერგვასა და აუდიტორიის გაზრდაში დაეხმარება“ - ამბობს პროექტის ხელმძღვანელი ანჯელა სირბუ.

ამ ინიციატივაში ინტერნიუსის პარტნიორები არიან: „დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ცენტრი“ (მოლდოვა), „ინტერნიუს უკრაინა“ და „ინტერნიუსი-საქართველო“. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ვებ გვერდების კონსტრუქტორის ადმინისტრატორს ოლეგ განტს: oleg.gant@gmail.com.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test