შემოგვიერთდი

10.11.2017 19:35

სარგებელი საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამისაგან

David Mchedlidze


IREX-ს საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის (GMPP) 2016-17 წლების  შედეგების პრეზენტაციაა  გაიმართა 9 ნოემბერს,  აშშ-ს საელჩოში, პროგრამის მონაწილე „ტვ პალიტრანიუსის“, „ტაბულას“ და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლების მიერ.

მანამდე, აშშ-ს ელჩმა იან კელიმ ჟურნლალისტებს პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა:
„ჩვენ მხარს ვუჭერთ მედიის განვითარებას საქართველოში. ამერიკის მთავრობა და საელჩო ყოველთვის გამოყოფს რესურსებს, იმისთვის, რომ მედია იყოს თავისუფალი და ღია. ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი და სიცოცხლისუნარიანი მედია დემოკრატიული განვითარებისთვის. მედიაპარტნიორობის პროგრამა ითვალისწინებს, კავშირების და  პარტნიორობის განვითარებას ამერიკის რეგიონულ მედიასა ქართულ მედიებს შორის, რაც საინტერესოა ორივე მხარისთვის.“

მაია მათეშვილმა, მედიაპარტნიორობის პროგრამის ხელმძღვანელმა, ჟურნალისტებთან საუბარისას თქვა, რომ ეს გამოცემები [„ტვ პალიტრანიუსი“, „ტაბულა“ და „რუსთავი 2“] პარტნიორებთან ურთიერთობისას   ფოკუსირებდნენ ონლაინ და ციფრული მაუწყებლობის გაუმჯობესებაზე. მან  კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ სამივე მედიასაშუალებამ შეძლო პროდაქშენის, პრომოუშენის და ონლაინგაყიდვების მიმართულებით წარმატების მიღწევა.

საქართველოს მედიაპარტნიორობის პროგრამის (GMPP) ერთ-ერთი გამარჯვებულია ტელეკომპანია „პირველი“. მათი  წარმომადგენლები 8 წლის იანვარში გაემგზავრებიან ფლორიდის შტატის ქალაქ ჯექსონვილის ადგილობრივ ტელევიზიასა და გაზეთში სტაჟირებისთვის.

საელჩოში გამართული ღონისძიება დასრულდა პროგრამის მონაწილეთათვის სერთიფიკატების გადაცემით

GMPP-ს შესახებ

პროგრამა  2010 წლიდან ხორციელდება. ის დამოუკიდებელ ქართულ მაუწყებლებს საშუალებას აძლევს ამერიკულ მედიასაშუალებებთან პარტნიორობით, აიმაღლონ ან განავითარონ უნარ-ჩვევები ჟურნალისტიკის, ახალი ტექნოლოგიების და მედიამენეჯმენტის სფეროში.
საქართველოს მედიასფეროს პროფესიონალები იძენენ თანამედროვე ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომლებსაც კოლეგებსაც უზიარაბენ.


მოკლე სტატისტიკა

49 გაცვლით ვიზიტში მონაწილეობა მიიღო კონტენტის წარმოების, მარკეტინგის, პრომოუშენის, გაყიდვებისა და მენეჯმენტის სფეროში მომუშავე ქართული მაუწყებლობის 104-მა თანამშრომელმა და ამერიკული ტელევიზიებისა და რადიოების 32-მა წარმომადგენელმა.
2010 წლიდან დღემდე, GMPP-ს მეშვეობით პარტნიორული ურთიერთობა ჩამოყალიბდა საქართველოს 12 ტელევიზიას 2 რადიოს და მათ პარტნიორ 9 ამერიკულ მაუწყებელს შორის.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test