შემოგვიერთდი

31.08.2017 18:43

„ჰერეთი“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

Media Ge

წყაარო: metronome.ge
სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთი”, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას, კონკურსის ჩაშლის შესახებ გაასაჩივრებს.

კომისიას დღეს 31 აგვისტოს, ქ. ბათუმში გამოცხადებული კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსში გამარჯვებული უნდა გამოევლინა, თუმცა კომისიის ხელმძღვანელმა კახი ბექაურმა თქვა, რომ კონკურსი თავიდანვე ხარვეზით გამოცხადდა და ამიტომ თავიდან უნდა ჩატარდეს.

როგორც კახი ბექაურმა განაცხადა, კომისია ახალი კონკურსის გამოცხადებას გეგმავს ცალკე რეგიონული კონტენტისთვის და ცალკე თბილისიდან მაუწყებლისთვის. თუმცა, “ჰერეთის” ხელმძღვანელი, რამაზ სამხარაძე ამბობს, რომ კომისიამ ლიცენზია სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთს” უნდა გადასცეს, რადგან კონკურსის მოთხოვნეს სრულად აკმაყოფილებდა.

“კომისიის გადაწყვეტილება აბსოლუტურად არაობიექტური იყო. კომისიამ ჩაშალა დღევანდელი კონკურსი, რომელიც დაახლოებით ორ თვეზე მეტია გამოცხადებულია და კომპანიებმა, რადიო “ცენტრი პლიუსმა”, იგივე, “პალიტრამ” და შ.პ.ს. სამაუწყებლო “ჰერეთმა” წარადგინეს განცხადები; კომისიამ აღნიშნა, რომ კომპანიები წარმატებულები არიან, აკმაყოფილებდნენ კანდიდატის კრიტერიუმებს, წარსადგენ დოკუმენტაციას და ა.შ. ისაუბრეს “ჰერეთის” დადებით თვისებებზე. კომისიის თავმჯდომარე, კახი ბექაურმა განაცხადა, რომ მისი უშუალო სეცდომა იყო, რომ კონკურისი ასეთ ფორმატში გამოცხადდა, რადგან ამ კონკურსმა არათანაბარ პირობებში ჩააყენა ორი წარმატებული კომპანია. ბექაური თვლის, რომ უნდა გამოცხადებულიყო ორი მიმდინარე კონკურსი, სადაც დაკონკრეტდებოდა ის კრიტერიუმები, რაც დაედო საფუძვლად მომავალ კონკურსებს. ბექაურის თქმით, თბილისსა და რეგიონზე ცალ-ცალკე კონკურსი უნდა გამოცხადებულიყო, მაშინ როცა თვითონ კომისიის კვლევა დაედო ამ კონკურსს და “ჰერეთის” კონცეფცია ერგებოდა ამ კონკურსის პირობებს.
არ ვიცი რა მოხდა, განაცხადეს, რომ ახალ კონკურსს გამოაცხადებენ.

მათ აუცილებლად ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, რადგან ჩვენი კონცეფცია აბსოლუტურად ერგებოდა მათ კვლევას. “- განაცხადა სამხარაძემ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test