შემოგვიერთდი

31.08.2017 18:35

ჟურნალისტური კონკურსი საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე

Media Ge
განცხადებები კონკურსები

ორგანიზაცია განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტი (EARI), პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად, ახორციელებს პროექტს „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“. ამ საკითხთან დაკავშირებით 2017 წლის 18 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, იურისტმა ლევან ალაფიშვილმა, ჟურნალისტმა ლუბა ელიაშვილი და ორგანიზაცია „განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა თამარ დემეტრაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს და მედიას კონკურსის დეტალები გააცნეს.

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, პროექტი ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიასაშუალებებში გავრცელებული ჟურნალისტური ნაშრომების კონკურსს. 5 წევრისგან შემდგარი ჟიური (მათგან სამი ჟურნალისტი და ორი კონსტიტუციონალისტი) გამოავლენს 2017 წელს გამოქვეყნებული მასალებიდან საუკეთესოებს (I და II ადგილები) შემდეგ ნომინაციებში:
-საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი;
-საუკეთესო რადიო სიუჟეტი;
-საუკეთესო ელექტრონული ნაშრომი;
-საუკეთესო საგაზეთო ნაშრომი.

პროექტის ბოლოს გაიმართება გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამარჯვებულებს პრეზიდენტი დაასახელებს. ავტორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით. კონკურსის სხვა მონაწილეებს გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები. საპრიზო ადგილებზე გასული ავტორები დაჯილდოვდებიან:
I ადილისთვის - 1500 ლარით;
II ადგილისთვის - 1000 ლარით.

ჟიურისთვის წინასწარ განსაზღვრული ძირითადი კრიტერიუმებია:
-საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის სიღრმისეულად გაშუქება;
-საკითხის ობიექტურად გაშუქება, გადმოცემის სიმარტივე, საკითხზე ჟურნალისტის კომპეტენტურობა.

კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 2017 წელს მომზადებული მასალები.
ჟურნალისტებმა საკონკურსო ნამუშევრები უნდა წარაადგინონ 18 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
ჟიურის წევრებს ექნებათ ორი კვირა საკონსკურსო ნაშრომების გასაცნობად და შესაფასებლად.

ჟიურის შემადგენლობა:
თამარ ჩიქოვანი
ზვიად ქორიძე
ლუბა ელიაშვილი
კონსტანტინე ჩოკორაია
ლევან ალაფიშვილი

საკონკურსო ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: instituteeari@gmail.com

საკონტაქტო ტელ.: 593 62 94 96; 558 45 11 12

განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტის (EARI) მიზანია სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა; ცნობიერების ამაღლება; თვითმმართველობებში კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ხელშეწყობა ტრენინგების, ვორქშოფების მოწყობითა და კონკურსების ორგანიზებით.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test