შემოგვიერთდი

31.08.2017 00:26

„არტეკში“ მყოფი ბავშვის მშობელმა ხუთ მედიასაშუალებას ქარტიაში უჩივლა

Media Ge

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამივნომ დასაშვებად ცნო როზეტა რაფავას განცხადება ტელეკომპანიების: „რუსთავი 2“-ის და „იმედის“, ასევე,  ინტერნეტპორტალების:  "პირველი რადიოს", "პალიტრანიუსისა" და "აქცენტის", წინააღმდეგ.

სადავო გახდა ამ მედიასაშუალებების მიერ მომზადებული მასალა, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში არსებულ მოსწავლეთა ბანაკ არტეკში ქართველი ბავშვების მონაწილეობას ეხება. განმცხადებელი ერთ-ერთი მოსწავლის მშობელია. ის ფიქრობს რომ აღნიშნულმა მედიასაშუალებებმა დაარღვიეს ქარტიის მე-8 პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ბავშვის ინტერესების დაცვას ავალდებულებს. განცხადების თანახმად, “არასრულწლოვნების მშობლების ნებართვის გარეშე გავრცელდა მათი პირადი ინფორმაცია სახელი-გვარი, ფოტოები ნეგატიურად და დამახინჯებულად იქნა ინფორმაცია გავრცელებული”.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხსომაზე განიხილავს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test