შემოგვიერთდი

20.05.2017 00:07

20 მაისს მთავრდება განაცხადების მიღება ინტერნიუსისი მიერ გამოცხადებულ მცირე გრანტების კონკურსებში

Media Ge

ინტერნიუსი საქართელო" შეგახსენებთ, რომ 20 მაისს იწურება საგრანტო განაცხადების ჩაბარების  ბოლო ვადა კონკურსებში "ინოვიაციური პროექტები ჟურნალისტიკაში" და "ერთობლივი მულტიმედიური პაკეტების დამზადება ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ჟურნალისტების მიერ". ​

საგრანტო კონკურსების  შესახებ

ინტერნიუსი-საქართველო, ინტერნიუს ნეთვორქთან ერთად აცხადებს ორ საგრანტო კონკურსს, რომელთა მიზანია ქართულ მედიაორგანიზაციებში ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერა  და ქართველი, მოლდოველი და უკრაინელი ჟურნალისტების ერთობლივი მულტიმედიური პროექტების დაფინანსება. კონკურსები ჩატარდება რეგიონული პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება მოლდოვაში, საქართველოში და უკრაინაში“ ფარგლებში.

საკონკურსო წესით შერჩეული სამი მედიაორგანიზაცია მიიღებს მიკროგრანტს 4000 აშშ დოლარის ოდენობით “ინოვაციათა ფონდიდან”, რათა აწარმოონ ინოვაციური ტექნოლოგიური პროდუქტები, ტექნოლოგიურად განავითარონ  ნიუსრუმები და ონლაინ პლატფორმები, ან სხვა სახის ტექნოლოგიური ინოვაცია განახორციელონ.

საკონკურსო წესით შეირჩევა ასევე ერთი ან ორი კონტენტპროვაიდერი (ავტორი, ავტორთა ჯგუფი, მედიაორგანიზაცია ან მწარმოებელი სტუდია), რომლებიც ორ მულტიმედიურ პაკეტს დაამზადებენ. მულტიმედიური პაკეტები სახელწოდებით “Neighbours” (სამეზობლო) საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში დამზადდება და განთავსდება ინტერნეტში. მულტიმედიური პაკეტები მოიცავს ვიდეო, აუდიო, ტექსტური მასალებს, ინფოგრაფიკას, რუკებს, თამაშებს, გამოკითხვებს და სხვა ინტერაქტიულ ელემენტებს და ეხება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს. საქართველო მულტიმედიურ მასალებს მოამზადებს ქალაქებისა და ურბანული განვითარების და მედიაპროპაგანდა/დეზინფორმაციის თემებზე. მასალების შეგროვების მიზნით კონტენტპროვაიდერები უკრაინასა და მოლდოვაში იმოგზაურებენ. თითოეული პაკეტის მწარმოებელი 6000 აშშ დოლარის გრანტს მიიღებს.  პროექტის ამ კომპონენტზე ინტერნიუსი - საქართველოსთან ერთად დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ცენტრი  (მოლდოვა) და ინტერნიუს უკრაინა (უკრაინა) იმუშავებენ.

ორივე კონკურსში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 20 მაისი, 2017.

პროექტი “დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება მოლდოვაში, საქართველოში და უკრაინაში“ მიზნად ისახავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას და მედიაწიგნიერების ხელშეწყობას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მაია მიქაშავიძეს, პროექტის დირექტორს (ტელ: +995 32 2923396/97, მობ: 599 589 704, ელ.ფოსტა: maia.mikashavidze@gmail.com) ან შორენა ქოჩიაშვილს, პროექტის ასისტენტს (ტელ: +995 32 2923396/97, მობ: 598 404 401, ელ.ფოსტა: shorena@internews.com)

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test