შემოგვიერთდი

28.03.2017 18:35

რუსეთში თავდამსხმელებმა ცემეს და გაძარცვეს რადიო თავისუფლების ორი კორესპონდენტი

Media Ge

რუსეთში ნიღბიანმა თავდამსხმელებმა ცემეს და გაძარცვეს რადიო თავისუფლების  ორი კორესპონდენტი.
რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის რეპორტიორს, სერგეი ხაზოვ-კასიას და ოპერატორ ანდრეი კოსტიანოვს, როცა ისინი 28 მარტის დილას ტოვებდნენ სასტუმროს ქალაქ კროპოტკინში. ის კრასნოდარის მხარეში მდებარეობს.

რადიო თავისუფლების ცნობით, თავდამსხმელებმა ჟურნალისტებს წაართვეს ლეპტოპი, სატელევიზიო აღჭურვილობა და პირადი ნივთები, რის შემდეგაც გაიქცნენ და მიატოვეს მიკროავტობუსი, რომლითაც თავდასხმის ადგილას მივიდნენ. ჟურნალისტები კროპოტკინში იყვნენ ჩასული გლეხების საპროტესტო აქციის გასაშუქებლად. ჟურნალისტი სერგეი ხაზოვ-კასია ფეისბუკზე წერს, რომ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, მათ სასტუმროში მიაკითხეს პოლიციელებმა - შეამოწმეს, ჟურნალისტები იქ იყვნენ თუ არა . ჩვენი რადიოს პრეზიდენტმა, თომას კენტმა გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომელშიც "მიუღებელს" უწოდებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტებზე თავდასხმას და მოითხოვს ინციდენტის სრულად გამოძიებას.

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test