შემოგვიერთდი

06.03.2017 13:10

პრემიერმინისტრი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის

media.ge

მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების ინიციატივით გამვიდა პრემიერმინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი 6 მარტს, კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის წევრ ორგანიზაციებთან შეხვედრისას, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებზე მსჯელობდნენ.

„გამოვდივარ ინიციატივით, ჩამოვაყალიბოთ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი,  სადაც მოწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე  მედიის უფლებადამცველები. მე დღეს საჯაროდ ვიწვევ სათანამშრომლოდ საერთაშორისო დონის მედიაექსპერტებს და სპეციალისტებს, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით და საქმით დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი“, თქვა პრემიერმა.

ხაზი გაუსვა რა ევროპული ინსტიტუტების მიმართ საქართველოს ერთგულებას, რისი დასტურიც,  მაგალითად,  დამოუკიდებელი სასამართლოა, პრემიერმა განმარტა, რომ მედიაომბუდსმენმა  „მუდმივად უნდა აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში მედიაგარემოსა და მისი განვითარებაზე დაკვირვება, მონიტორინგი და ეს უნდა შეეხოს როგორც „რუსთავი 2“-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელში და ზოგადად მედიასივრცეში  მიმდინარე პროცესებს”,

„ჩვენ ვართ ღია თანამშრომლობისთვის, ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენი ინსტიტუტების დაცვით და მათი გაძლიერებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორედ ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე იყოს დაფუძნებული, განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა.

საქართველოს წამყვანმა მედიაკომპანია "რუსთავი 2"-მა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, მას შემდეგ რაც უზენაესმა სასამართლოს დიდმა პალატამ, მრავალთვიანი სასამართლო დავის შემდეგ,  კომპანია ბიზნესმენ 1იბარ ხალვაშს მიაკუთვნა. სტრასბურგში 8 მარტამდე შეაჩერეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test