შემოგვიერთდი

17.08.2015 16:44

აშშ-ს საელჩოს პოზიცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ მოვლენებზე

Media Ge

ამერიკის შეერთეული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა უპასუხა Media.ge–ს შეკითხვას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით: „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მიაჩნია, რომ სიტყვისა და პრესის თავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ჩვენ და საერთაშორისო თანამეგობრობა ვაფასებთ საქართველოს ღია მედიაგარემოს, რომელიც რეგიონში  სამაგალითოა. ამდენად, წუხილს იწვევს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების ან მედიაპლურალიზმის დარღვევის შთაბეჭდილებას ტოვებს. „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით. მედიასაშუალების მონაწილეობით წარმართული ნებისმიერი სასამართლო პროცესი სამართლებრივი პროცედურების უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად უნდა წარიმართოს და ნებისმიერი ქმედება, რომელიც მედიასაშუალების თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას ზღუდავს, ყურადღებით უნდა იქნას განხილული“.

 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test