შემოგვიერთდი

05.03.2015 13:27

ტელეკომპანია „მაესტროს“ მოთხოვნა პარტიებს, ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძის ცემასთან დაკავშირებით

Media Ge

ტელეკომპანია „მაესტრო“ არ დაუთმობს ეთერს 4 მარტს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან  ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილე პარტიებს და არ გააშუქებს მათ  აქტივობებს,  ვიდრე მათი ლიდერები არ აიღებენ პასუხისმგებლობას და არ მოიხდიან ბოდიშს  ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძის ცემის და გამო.
გარდა ამისა, მაესტრო მოითხოვს ლიდერებისგან  მატერიალური ზარალის ანაზღაურებას გედენიძისთვის ფოტოაპარატურის დამტვრევისთვის, ასევე,  ნციდენტში მონაწილე პირების დასჯას „კანონის შესაბამისად.“

„მაესტრო“ მიიჩნევს, რომ მომხდარი არის ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეში ჩარევა, რომლის მსხვერპლიც შესაძლოა გახდეს თითოეული და ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებს“, წერია მაესტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც 5 მარტს გავრცელდა.

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეს სცემეს 4 თებერვალს საღამოს, თბილისისი ცენტრში,  ხელისუფლების ოპონენტი არასაპარლამენტო პარტიების წარემომადგენლების თავშეყრის გადაღების დროს. პარტიები  ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან  აქციისთვის ემზადებოდნენ. პოლიციამ უკვე დააკავა ეჭვმიტანილი.

"მაესტრო" განცხადებაში აფიქსირებს,  რომ, მსგავსი ინციდენტების შემთხვევაში.ის  იგივე პოზიციას დაიკავებს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის თუ ძალის მიმართ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test