შემოგვიერთდი

13.06.2014 13:02

„ტელეარხი 25“-ს ჟურნალისტების საქმეზე სამართალდამცველებმა მოკვლევა დაიწყეს

გელა ბოჩიკაშვილი

ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებამ  „ტელარხი 25“-ს თანამფლობელის და გენერალური დირექტორის გიორგი სურმანიძის განცხადების საფუძველზე  მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ Media.Ge-ს შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელმა, სალომე წერეთელმა განუცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქმესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შეუძლია.

გიორგი სურმანიძემ 12 ივნის სპლიციას მიმართა მოთხოვნით, დადგინდეს  სოციალური ქსელში შექმნილი იმ გვერდის ავტორები,   სადაც  „ტელარხი 25“-ს ჟურნალისტების  პირადი ცხოვრების ამსახველი და ღირსების შემლახავი ფოტო და ვიდეო მასალებია ატვირთული. 

„რამდენიმე ჟურნალისტის მიმართ განხორციელდა მუქარა და ზეწოლა. აქედან გამომიდნარე გადავწყვიტე, რომ ეს საკითხი შეესწავლა პოლიციას“, - განუცხადა სურმანიძემ „ტელარხი 25“-ს.

13 ივნისს, 13 საათზე,  თბილისში, ქუთაისსა და ოზურგეთში „ტელეარხი 25“-ის (ბათუმის) ჟურნალისტების მიმართ სოლიდარობის აქციები გაიმართება. მედიის წარმომადგენლები პროკურატურას ტელეკომპანიის რეპორტიორებზე ზეწოლის ფაქტების გამოძიებას მოითხოვენ.

რამდენიმე დღის წინ, „ტელაერხი 25“-ს ჟურნალისტმა, ჯაბა ანანიძემ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლოსობის წევრი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, მედეა ვასაძე,  მას ემუქრება საგამოძიებო ფილმის გამო და ეუბნება, რომ მის წინააღმდეგ "მუშაობას" იწყებს. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test