შემოგვიერთდი

10.06.2014 18:02

„ქართულმა ოცნებამ“ მედეა ვასაძეს გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმედღიანი ვადა მისცა

გელა ბოჩიკაშვილი

აჭარის უმაღლესი საბჭო

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ მედეა ვასაძემ დაახლოებით ერთ კვირაში უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს ”ტელეარხ 25”-ის ჟურნალისტ ჯაბა ანანიძესთან სატელეფონო ზარის გამო. უმრავლესობის წევრი გია მასალკინი ამბობს, რომ უმრავლესობამ თანაპარტიელი მედეა ვასაძე არჩევანის წინაშე დააყენა: მან ან ბოდიში უნდა მოიხადოს, ან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს. იმ შემთხვევაში თუ ვასაძე შეთავზებული წინადადებებს არ გაითვალისიწინებს, მის საკითხზე უმრავლესობა კიდევ იმსჯელებს. 

„ეს იყო ჩვენი შეთავაზება. მსჯელობა ამ საკითხზე დიდ ხანს გრძელდებოდა და ბევრი აზრი გამოითქვა. მთავარი ის იყო, რომ რაც არ უნდა არ მოგწონდეს ჟურნალისტის საქმიანობა, სხვა გზები არსებობს ცივილიზებული პასუხისთვის. თავისუფალ სიტყვას უნდა უპასუხო თავისუფალი სიტყვით“, - განაცხადა მასალკინმა და დასძინა, რომ 10 ივნისს უმაღლესი საბჭოს ე.წ. უმრავლესობამ შეკრებაზე ვასაძის ქმედებები - ჟურნალისტთან დარეკვა და შემდეგ სხვადასხვა ტელეარხის ეთერის საშუალებით ანანიძის მიმართ შეურაცხმყოფელი განცახდებების გაკეთება მიუღებლად მიიჩნია.

9 ივნისს ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ მისი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, მედეა ვასაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გასაჯაროვა. ჩანაწერში, რომელიც „ტელეარხი 25“-ს მტკიცებით, ვასაძეს ეკუთვნის, დეპუტატი ჟურნალისტს ეუბნება, რომ მის წინააღმდეგ მუშაობას იწყებს და მის სექსუალურ ორიენტაციაზე საუბრობს. ჟურნალისტის მტკიცებით, ვასაძემ მას უმაღლესი საბჭოს ხარჯების შესახებ მომზადებული ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ დაურეკა.

განხორციელებული ზარი ანანიძემ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლად მიიჩნია და აჭარის მთავარ პროკურატურას მიმართა. პროკურატურის პრესსამსახური დაახლოებით 6 საათია ცდილობს გაარკვიოს დაიწყო თუ არა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძება.

არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიის განვითარების ფონდი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტი ანანიძის მიერ გავრცლელებულ განცხადებას გამოეხმაურნენ და გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test