შემოგვიერთდი

16.05.2014 16:31

Media.Ge-მ შსს-ს წინააღმდეგ სასამართლო წააგო

გელა ბოჩიკაშვილი

media.ge შსს

თბილისის საქალაქო სასამართლომ Media.Ge-ს სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი 16 მაისს გახდა. 

გამოცემის რედაქტორი, მაია წიკლაური სასამართლოს სთხოვდა შსს დაევალდებულებინა ირაკლი ციბაძის შესახებ გაეცა საჯარო ინფორმაცია. ციბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ემზარ გოგუაძემ ზეწოლაში 2013 წლის სექტემბერში დაადანაშაულა. მისი ინფორმაციით, ციბაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო და მაუწყებელში „ოდეერის“ ფუნქციას ასრულებდა.

Media.Ge-ს ინტერესების დამცველი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ეკა ციმაკურიძე საქმის არსებითი განხილვისას მოსამართლეს უხსნიდა, რომ ციბაძის მიმართ საჯარო ინტერესი არსებობდა და მის შესახებ შსს-ს ინფორმაცია უნდა გაეცა. შსს-ს წარმომადგენელი კი სასამართლო სხდოამზე განმარტავდა, რომ Media.Ge-ს მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო.

სასამართლომ შსს-ს წარმოამდგენლის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნია. ციმაკურიძე კი ამბობს, რომ საქმეზე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ სააპელაციო სასამართლოს საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების გასაბათილებლად მიმართავს.

გამოცემამ ირაკლი ციბაძის შესახებ ინფორმაცია შსს-დან მას შემდეგ გამოითხოვა, რაც 2013 წლის სექტემბერში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაადასტურე ინფორმაცია, რომ ის გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო უსაფრთოხების საკითხებში.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test