შემოგვიერთდი

22.03.2014 13:25

მიხეილ სააკაშვილი „იმედის“, „რუსთავი 2“-ის, „მზისა“ და „ტელეარხი 25“-ის საქმეებზე დაიკითხება

გელა ბოჩიკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პროკურატურაში მოწმის სტატუსით 27 მარტს, 13 საათზე დაკითხავენ. ამის შესახებ მთავარმა პროკურატურამ განცხადება დღეს, 22 მარტს გაავრცელა.

პროკურატურის განმარტებით, სააკაშვილი სულ 10 საქმეზე დაიკითხება. მათ შორის, 2008 წელს ტელეკომპანია „იმედში“ მაღალი თანამდებობის პირების შეჭრის, 2004 წელს ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ისა და „მზის“ წილების გასხვისებისა და „ტელეარხი 25“-სთვის 2012 წლის საარჩევნო პერიოდში 3 მილიონამდე ქონების 1 ლარად გადაცემის ფაქტებზე.

„გვსურს განვმარტოთ, რომ ვინაიდან მთელ რიგ საქმეებზე გამოძიება შესულია დასკვნით ფაზაში და პროკურატურა დგას სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობის წინაშე, იგეგმება ყოფილი პრეზიდენტის მოწმის სახით დაკითხვა“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

27 მარტს მიხეილ სააკაშილი - ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების შეწყალების განკარგულებით გათავისუფლების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის  კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ე.წ. ,,მუხროვანის ამბოხებისათვის“ ძებნილი პირების სპეცოპერაციისას რამდენიმე პირის დაჭრის, „აგრარული უნივერსიტეტის“ ქონების გაფლანგვის, სახელმწიფო ქონების უკანონოდ პრივატიზაციისა და ბანკი „ქართუს“ ხელოვნური გზით გაკოტრების საქმეებზეც დაიკითხება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test