შემოგვიერთდი

19.02.2014 18:11

საკონსტიტუციო სასამართლომ GPB-ის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტება შეაჩერა

გელა ბოჩიკაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ დასაშვებად სცნო. სასამართლომ 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე "მაუწყებლობის შესახებ" კანონის ნორმები შეაჩერა, რომლის მიხედვითაც სამეურვეო საბჭო ახალი წესით უნდა დაკომპლექტდეს. 

სასამართლო საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელის მხოლოდ იმ ნაწილს განიხილავს, რომლის მიხედვითაც მეურვეები მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით მათთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეჩერაბას ასაჩივრებენ. (საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა) 

საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქემდი სამეურვეო საბჭო მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ძველი სამეურვეო საბჭოს წევრებს უფლებამოსილებას ვადამდე უწყვეტდა, რაც მათი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში უხეში ჩარევაა. საბჭო სარჩელში უთითებდა, რომ ცვლილებებით -  საქართველოს კონსტიტუციის 24-ე (გამოხატვის თავისუფლება), 29-ე (სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება) და 30-ე (შრომის თავისუფლება) მუხლები ირღვეოდა.

ცვლილებების მიხედვით,  სამეურვეო საბჭო ახალი წესით უნდა დაკომპლექტდეს და მოქმედ სამეურვეო საბჭოს მეურვეების ახალი წესით არჩევამდე გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია - ვერ ამტკიცებს სამაუწყებლო პრიორიტეტებსა და ბიუჯეტს.

საზოგადოებრივი მაწუყებლის სამეურვეო საბჭომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბერს მიმართა. ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა 6 თებერვალს გაიმართა. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test