შემოგვიერთდი

29.01.2014 17:26

დავით უსუფაშვილმა GPB-ის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევ კომისიას მადლობა გადაუხადა

გელა ბოჩიკაშვილი

დავით უსუფაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებისას პარლამენტსა და იმ სუბიეტებს, რომლებსაც მეურვის კანდიდატის დასახელება შეეძლოთ კანონი არ დაურღვევიათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევ კომისიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

უსუფაშვილმა დღეს, 29 იანვარს მაუწყებლის მეურვეთა შესარჩევ საკონკურსო კომისასთან შეხვედრა გამართა, მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და საზოგადოებრვი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებაზე ესაუბრა. მისი თქმით, საკონკურსო კომისიამ შემჭიდროებულ ვადებში განიხილა ყველა კანდიდატის განაცხადი და მათ ნაწილს მოუსმინა.

„ამ შეხვედრის დროს ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც  ამ პროცესებთან დაკავშირებით გაჩნდა. იყო სამართლებრივი ხასიათის განმარტებებიც“, - აღნიშნა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ პარლამენტმა ყველა გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში მიიღო.

ჟურნალისტების კითხვაზე, კომისია იგივე შემადგენლობით გააგრძელებს თუ არა კანდიდატების შერჩევას, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პროცესი გრძელდება და ის საპარალემენტო უმრავლესობასთან, საპარლამენტო უმცირესობასთან, სახალხო დამცველთან და აჭარის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით საკონკურსო კომისიის ახალ წევრებს შეარჩევს. რაც შეეხება, თავად კომისიის წევრებს - მათ ნაწილს არ სურს სამეურვეო საბჭოს დარჩენილი, 5 კანდიდატის შერჩევის პროცესში მიიღოს მონაწილეობა. 

"მე როგორც ცალკე ინდივიდი შემოთავზების შემთხვევაში ამ პროცესში არ მივიღებ მონაწილეობას, რადგან პარლამენტმა თუკი აქცენტი გააკეთა, რომ შერჩეული კანდიდატები არ იყო მათთვის მისაღები, შესაბამისად იგივე პირების მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება იდენტური და გაართულებს პროცესს“, - განაცხადა საკონკურსო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, ნათია კაპანაძემ. 

მისი თქმით, თუ პარლამენტი კვლავ გააგრძლებს კანონის იმ განმარტებებით მუშაობას, რომლის მიხედვითაც სუბიექტებს სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე კანდიდატების დასახელების უფლება-ვალდებულება არ აქვთ, შესაძლოა კრიზისი მაუწყებელში გაგრძელდეს.

ახალი წესით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკური დავით უსუფაშვილმა გასული 2013 წლის 27 ნოემბერს გამოაცხადა. 11 დეკემბერს კი, საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა საკონკურსო კომისიას, რომელსაც მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველი კანდიდატები უდნა შეერჩია.

პარლამენტის გადაწყვეტილებით საკონკურსო კომისიის წევრები იყვნენ - ჟურნალისტი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე - ია ანთაძე,   ჟურნალისტი - ნინო ბექიშვილი, "სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" აღმასრულებელი დირექტორი - ზვიად დევდარიანი, იურისტი, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გამგეობის წევრი - ნათია კაპანაძე, "რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი" დირექტორი - ნათია კუპრაშვილი, საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარე - არნოლდ სტეფანიანი, ფილოსოფოსი - ზაზა შათირიშვილი,  ჟურნალისტური - ზვიად ქორიძე და  ფილოლოგი -თამაზ ჯოლოგუა. მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის 9 ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად საპარლამენტო უმცირესობას, საპარლამენტო უმრავლესობას, აჭარის უმაღლეს საბჭოსა და სახალხო დამცველს 68 განაცხადიდან 27 კანდიდატი შესთავაზეს.

საპარლამენტო უმრავლესობამ არ გამოიყენა საკუთარი კვოტა სრულად და 3 კანდიდატის ნაცვლად 1 წარუდგინა პარლამენტს დასამტკიცებლად, საპარლამენტო უმრავლესობას მიღმა დარჩენილმა პარლამენტარებმა საკუთარი კანდიდატი პროცედურების დარღვევით დაასახელეს, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და უმცირესობის ერთ-ერთი კანდიდატი კი პარლამენტმა არ დაამტკიცა.

დღევანდელი მდგომარეობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წესით მხოლოდ 4 მეურვე ჰყავს შერჩეული, 5 ადგლი კი კვლავ ვაკანტურია. სამეურვეო საბჭოს წევრები არიან - საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული - ნათელა სახოკია, საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული - ქეთევან მსხილაძე და სახალხო დამცველის მიერ დასახელებული კანდიდატები - ლელა გაფრინდაშილი და მარინა მუსხელიშვილი.

კანონდმებლობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მინიმუმ 7 წევრით დაკომპლექტებამდე საბჭო ქმედუნარიანი არაა. შესაბამისად, ვერ ამტკიცებს პროგრამულ პრიორიტეტებს და ვერ აძლევს აჭარის ტელევიზისა და რადიოს სმააუწყებლო პრიორიტეტებსა და ბიუჯეტს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test