შემოგვიერთდი

03.01.2014 23:20

პრეზიდენტმა GNCC-ის კიდევ ერთი წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა

გელა ბოჩიკაშვილი

GNCC

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის გამოცახდების შესახებ განკარგულება მარგველაშვილმა 2014 წლის 3 იანვარს გამოსცა. ამ თანამდებობის დასაკავებლად განაცხადები მსურველებმა 30 დღის ვადაში, 2 თებერვლამდე უნდა შეავსონ.

ამ თანამდებობაზე კონკურსი მეორედ, 2013 წლის 13 დეკემბერს ჩაიშალა. პრეზიდენტს კანონმდებლობით კონკურსის გამოსაცხადებლად 10 დღიანი ვადა ჰქონდა.

13 დეკემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილმა სამმა კანდიდატმა - გიორგი ჭოლაძემ, მირონ ჩიგოგიძემ და ოთარ პატარქალიშვილმა საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. ეს თანამდებობა მას შემდეგაა ვაკანტური, რაც კომისის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობის დაწყებიდან შეიცვალა კომუნიკაციების კომისიის წევრის შერჩევის კრიტერიუმები და პარლამენტისთვის წარდგენის წესი.

კომისიის წევრობის მსურველი კანდიდატი საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი უნდა იყოს. კანდიდატს უნდა ჰქონდეს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების, ან ჟურნალისტიკის მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ასევე არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა − მმართველ თანამდებობაზე.

ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს აღარ აქვს უფლება ერთპიროვნულად შეარჩიოს პარლამენტისთვის კომისიის წევრი კანდიდატების სია. პრეზიდნეტი ვალდებული გახდა კანდიდატების შესარჩევად მთავრობასთან კონსლუტაცია გამართოს. კანდიდატების დასამტკიცებლად პარლამენტისთვის წარდგენა კი, მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ შერჩეული კანდიდატების წარდგენას ხელს მოაწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

დღევანდელი მდგომარეობით, კომინიკაციების კომისიაში კიდევ ერთი კომისიონერის თანამდებობაა ვაკანტური. გიორგი მარგველაშვილმა მთავრობას შესათანხმებლად GNCC-ის წევრობის სამი კანდიდატი 25 დეკემბერს წარუდგინა. პრეზიდენტმა არჩევანი 23 კანდიდატს შორის გააკეთა და მთავრობას მოსათათბირებლად სერგო შავგულიძე, კახი ბექაური და თამაზ ინაშვილი შესთავაზა. პარლამენტისთვის კანდიდატების წარსადგენად მარგველაშვილს 10 დღიანი ვადა აქვს. მას ეს დრო 4 დეკემბერს ეწურება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად საქმინობადაა შეფასებული. კომისიონერს ყოველთვიურად საშუალოდ 13 ათასი ლარი აქვს ხელფასი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test