შემოგვიერთდი

10.12.2013 13:38

„ჩემი წიგნი“ - წიგნების კონკურსი „პირველ არხზე“

გელა ბოჩიკაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ მაყურებელს ახალ გადაცემას სთავაზობს. გადაცემას „ჩემი წიგნი“ ჰქვია და ეთერში 2014 წლის იანვრის ბოლოს გავა. „ჩემი წიგნი“ BBC-ის პროექტია და მისი წამყვანი რატი ამაღლობელი იქნება. გადაცემის პრომო-რგოლები უკვე ტრიალების „პირველი არხის“ ეთერში და მაყურებელს გადაცემის შესახებ აწვდის ინფორმაციას.

გადაცემის პროდიუსერი, ქეთი კაპანაძე ამბობს, რომ "ჩემი წიგნი"-ს მთავარი მიზანი მკითხველისთვის წიგნის შეყვარება, წიგნის კლუბების შექმნა და გამომცემლობისთვის ხელშეწყობაა. 

გადაცემაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მათ „პირველი არხის“ ვებ-გვერდზე სპეციალური აპლიკაცია უნდა შეავსონ და საყვარელი წიგნების სამეული შეადგინონ. კაპანაძის თქმით, ამ დროისთვის დაახლოებით 2 ათას 500 აპლიკაციაა შევსებული. მაყურებელი სასურველ წიგნს თავად შეარჩევს.

გადაცემაზე 6 ადამიანი მუშაობს. როგორც ქეთი კაპანაძე ამბობს, საერთო ჯამში 9 ადამიანი უნდა დასაქმდეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯარო ინფორმაციაზე პასუხსიმგებელი პირის მიერ Media.Ge-სთვის 6 დეკემბერს მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადაცემის საერთო ხარჯი 7 ათას 450 ლარია, საიდანაც უდიდესი ნაწილი (7 ათას 300 ლარი) თანამშრომლების ყოველთვიური ანაზღაურების გასაცემად იხარჯება. მაუწყებელს გადაცემის სტუდიის დასამზადებლად ფინანსური რესურსი არ დაუხარჯავს. 

იხილეთ გადაცემა "ჩემი წიგნის" პრომო ვიდეო:

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test